კინგსი განათლების სფეროში 2012 წლიდან საქმიანობს და არის საერთაშორისო ასპარეზზე გასული ერთადერთი ქართული საგანმანათლებლო ორგანიზაცია. ჩვენი მისიაა, გავზარდოთ ზოგადი განათლების დონე სწავლისადმი მოტივაციის ამაღლებითა და მუდმივგანახლებადი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვით ჩვენ მიერ ორგანიზებულ სასწავლო აქტივობებში.

 

ჩვენი ძირითადი საქმიანობაა საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზება II-XII კლასებისთვის 3 საგანში: ინგლისური, ქართული ენა, მათემატიკა.

 

კინგსის საგნობრივი ოლიმპიადები საქართველოს 40-მდე ქალაქში ერთდროულად, პარალელურ რეჟიმში იმართება. ჩვენი ოლიმპიადები ასევე ტარდება ესტონეთსა და ლიტვაში და ერთიანად ყოველ სეზონზე  120 000-ზე მეტ მოსწავლეს მოიცავს.

 

კინგსის ოლიმპიადა სასწავლო ღონისძიებასთან ერთად წარმოადგენს შემეცნებით-გასართობ, საზოგადოებრივი ხასიათის აქტივობას, რომელშიც მონაწილეობის მიღება მოსწავლეებს სოციუმის განსაკუთრებულ წევრებად - “კინგსელებად” აყალიბებს.

 

დღეს საქართველოში ყოველი მე-4 მოსწავლე კინგსელია.

 

წარმატებული ქართველი და ევროპელი კინსგელები ერთიანდებიან კინგსის საუკეთესო მოსწავლეთა საერთაშორისო კლუბში, რომელსაც უახლოეს სეზონზე პოლონელი კინგსელებიც შეუერთდებიან.

 

 

მნიშვნელოვანი ფაქტები

  1. კინგსმა საგანმანათლებლო სივრცეში ნაშრომების ელექტრონულად გასწორებისა და შეფასების ყველაზე გამჭვირვალე სისტემა დანერგა.
  2. პირველად საქართველოში სპეციალურად მხედველობა დაქვეითებულთათვის საოლიმპიადე ტესტები დავბეჭდეთ ბრაილის შრიფტით. უკვე მეორე წელია, კინგსის ოლიმპიადაში სხვა თანატოლებთან ერთად, უსინათლოები ჩვეულებრივ იღებენ მონაწილეობას.
  3. 2016 წელს კინგსის საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებული ონლაინ-საგანმანათლებლო პლატფორმის Eduroad-ის პროექტი "სტარტაპ საქართველოს" ინოვაციური პროექტების კონკურსის გამარჯვებული გახდა და სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
  4. 2016 წლის სექტემბერში კინგსი წლის ქართული ბიზნესის ნომინაციაში ბიზნეს დაჯილდოების 523 წამყვანი კომპანიიდან 3 ფინალისტს შორის მოხვდა.
  5. 2014 წელს კინგსმა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის შეარჩია საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელმაც წარმატებით იასპარეზა და ქვეყანას  1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მუტანა.
  6. პროგრამა პედაგოგებისთვის - კინგსმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად შეიმუშავა ახალი პროექტი: „განათლების თანამედროვე ტენდენციები“, რომლის ფარგლებშიც პედაგოგებს უტარდებათ პროფესიული სემინარები მათთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებზე.
  7. მოსწავლეებში საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ასამაღლებლად სასკოლო ცხოვრებაში დავნერგეთ ყველაზე მასშტაბური, მრავალჯერადი და რეზონანსული სოციალური აქციები, რომელიც მოსწავლეების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი ხდება და მათ ღირსეულ მოქალაქეებად აყალიბებს.
  8. კინგსელობა გახდა სტატუსი, რომელიც სკოლის სოციუმში ინტელექტთან, მაღალ სოციალურ პასუხიმგებლობასთან და წარმატებასთან ასოცირდება.  



    ჩვენ მოსწავლეებს საკუთარ თავზე მუშაობის, თვალსაჩინო განვითარებისა და საერთაშორისო გამოწვევებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების საშულებას ვაძლევთ. ამასთანავე, ვახალისებთ, საინტერესო აქტივობებით ვავსებთ და გაცილებით უფრო მიმზიდველს ვხდით სასწავლო პროცესს, რითაც ვამტკიცებთ, რომ სწავლის ძირი მწარე არ არის.

    გვჯერა, რომ ჩვენი საქმიანობით ვეხმარებით ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნას და ახალ თაობებს მსოფლიო ასპარეზზე წარმატებით გასვლისათვის ვამზადებთ.

    ჩვენ კინგსელები ვართ და ჩვენ წარმატება გვაერთიანებს!