ანა მასწავლებლის მეგობარი პედაგოგები

ანა მასწავლებლის მეგობარი პედაგოგები

    კინგსი სასკოლო სისტემაში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად და მოსწავლეთათვის გარეგანი მოტივაციის შექმნის კუთხით წლებია თანამშრომლობს საეთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან, განათლების ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან. საფუძვლიანმა გაანალიზებამ გვაჩვენა, რომ მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე ვდგავართ - ესაა პედაგოგის ინსტიტუტის არასაკმარისი პოპულარიზაცია და მასწავლებლის პროფესიის არასათანადო დაფასება. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად, კინგსმა 2016 წელს  აირჩია მთავარი სამოქმედო მიმართულება - გავხადოთ მასწავლებლის პროფესია განსაკუთრებით პრესტიჟული და დაფასებული,  საზოგადოებრივ აღქმაში პედაგოგი ყოველმხრივ სამაგალითო ფიგურად ვაქციოთ.

 

სწორედ ამიტომ,  კინგსი „ანა მასწავლებლის“ პროექტის ფარგლებში თითოეული პედაგოგის წინაშე იღებს პასუხისმგებლობას:

  • ორგანიზება გაუწიოს სპეციალურად ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროფესიული ტრენინგების ჩატარებას მთელი საქართველოს მასშტაბით
  • მოაწყოს პედაგოგთა სახელმწიფო გამოცდის ანალოგი, რომელშიც მონაწილეობა ანონიმური და სრულიად უფასო იქნება.
  • ორგანიზება გაუწიოს მასშტაბურ, მრავალჯერად სოციალურ აქტივობებს საზოგადოებაში პედაგოგის ინსტიტუტზე ცნობიერების ასამაღლებლად და გახადოს მასწავლებლის პროფესია სოციუმისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული.

 

სწორედ ამ მიზნების განსახორციელებლად, შეიქმნა,  ონლაინ სოციუმი - „ანა მასწავლებლის მეგობარი პედაგოგები“, ამ ჯგუფში გაწევრიანებული პედაგოგები მიიღებენ  ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას და ჩაერთვებიან სადისკუსიო თემების განხილვაში.

 

ძვირფასო პედაგოგებო, თუ გსურთ ამ დამსახურებული პრაქტიკული სარგებლის მიღება და „ანა მასწავლებლის“ გრანდიოზულ პროექტში ჩართვა, გადადით ბმულზე და დააჭირეთ ღილაკს ჯგუფში გაწევრიანება“/„join group“: https://www.facebook.com/groups/624526861060943/

 

კინგსი უდიდეს მადლობას გიხდით იმისათვის, რომ თქვენი საქმიანობით ხართ სამაგალითო და მისაბაძი. დროა, ეს მთელმა საზოგადოებამ ერთხმად აღიაროს. გვჯერა, ჩვენ ერთად ვქმნით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს - ჩვენ წარმატება გვაერთიანებს!


Facebook-ზე გაზიარება