სიახლეები

სპეციალური პროგრამა მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულთა ბანაკში!
2017-06-27

სპეციალური პროგრამა მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებულთა ბანაკში!

2017 წლის მათემატიკის ოლიმპიადა გამორჩეული იყო თავისი საერთაშორისოობითა და მასშტაბურობით. გარდა საქართველოსა, ოლიმპიადა ევროპის ოთხ ქვეყანაში ჩატარდა და კინგსელების კიდევ უფრო დიდი და მრავალფეროვანი ჯგუფი გააერთიანა.

თემატური გახლდათ ის, რომ მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ევროპული ღირებულებების და ევროინტეგრაციის პოპულარიზაციას მიეძღვნა. ამ კუთხით მთელი რიგი სოციალური აქტივობები განხორციელდა მოსწავლეებში ევროპული ღირებულებების სწორად აღქმისთვის, რაშიც კინგსის მთვარი პარტნიორი „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ იყო.

ჩვენი ორგანიზაციების მეგობრობა კვლავ გრძელდება და მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული კინგსელები წელს პირველად გაემგზავრებიან ბანაკში, რომელიც ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციასა და სწორ აღქმას მიეძღვნება. ოთხდღიანი თავგადასავალი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის, ქ-ნი ნინო ბოლქვაძის სტუმრობითა და მნიშვნელოვან მემორანდუმზე ხელის მოწერით დაგვირგვინდება, რაც კინგსისა და ნატოსა და ევროკავშირის ცენტრის მყარ თანამშრომლობას დაადასტურებს. ამით თითოეულ კინგსელს მიეცემა შესაძლებლობა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის მომავლის შექმნასა და სწორად ჩამოყალიბებაში. სამომავლოდ კინგსელთა საერთაშორისო მასშტაბებით ინტეგრაციის პროცესში საინფორმაციო ცენტრი ჩვენი მთავარი პარტნიორი იქნება.

წლევანდელი ბანაკისთვის სპეციალური პროგრამაა შემუშავებული და დაგეგმილია აქტივობები, რომელთა მიზანი მოსწავლეებში ევროპული ღირებულელების მიმართ სწორი შეხედულებების ჩამოყალიბებაა.