სიახლეები

კინგსი პედაგოგებისთვის!
2017-09-15

კინგსი პედაგოგებისთვის!

კინგსის 2017 წლის შემოდგომის სეზონი სიახლეებითა და ცვლილებებითაა დატვირთული. ჩვენი მიზნისკენ, ხელი შევუწყოთ მოსწავლეების განვითარებასა და მოტივირებას, ინოვაციური გზებით მივიწევთ და ამ პროცესში პედაგოგების როლი ძალიან მნიშვნელოვანია!

 

გასულ სასწავლო წელს ჩვენ ვხვდებოდით პედაგოგებს რეგიონებში, ვისმენდით იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რომლებიც მათ სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად დგას.

 

ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელიც პედაგოგებთან საუბრისას გამოიკვეთა საგნობრივი ტესტ-ბანკების სიმცირეა. მასწავლებლებს ყოველკვირეულად სჭირდებათ ტესტები დამოუკიდებელი სამუშაოებისთვის, საკონტროლო წერისთვის თუ საშინაო  დავალებებისთვის. სახელმძღვანელოებში დართული სავარჯიშოები არ არის საკმარისი რაოდენობის, რის გამოც პედაგოგები საკმაოდ დიდ დროს უთმობენ ტესტური დავალებების შედგენას.

 

აღნიშნული საკითხი არ არის ლოკალური, ეს მსოფლიოში არსებული აქტუალური პრობლემაა.  განვითარებულ ქვეყნებში ამ პრობლემის გადასაჭრელად შეიქმნა და ვითარდება ონლაინ საგანმანათლებლო სივრცეები. ჩვენ გადავწყვიტეთ სწორედ მათი გამოცდილება გაგვეზიარებინა და პოლონეთის მაგალითის ქართულ რეალობაზე მორგებით ყველაზე აქტიური, კინგსელი პედაგოგებისთვის შეგვექმნა ონლაინ პორტალი, სადაც 12 000 საგნობრივი, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შედგენილი ტესტური დავალებაა თავმოყრილი. პორტალი სამი საგნის, ქართულ ენის, მათემატიკისა და ინგლისური ენის მასწავლებლებს აერთიანებს.

 

კინგსელი პედაგოგის ონლაინ პორტალი სასკოლო და ინდივიდუალური ხაზისგან შედგება და პედაგოგს მრავალმხრივ მხარდაჭერას სთავაზობს:

. სემესტრის 15 სასწავლო კვირის განმავლობაში ყოველკვირეულად მიიღებენ საგაკვეთილო თემატიკის შესაბამის ტესტურ დავალებებს;

საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, მსგავი ტიპის ონლაინ სივრცეები პედაგოგის დროსა და რესურსს დაახლოებით 50%-ით ზოგავს, რაც მათ დაეხმარება მეტი ეფექტურობით აკეთონ საქმე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია;

პროგრამის ინდივიდუალური ხაზი პედაგოგს დაეხმარება საჭიროებების მიხედვით მიუდგეს კონკრეტულ მოსწავლეს, განუვითაროს ის საგნობრივი მიმართულებები, რომლებშიც მისი ცოდნა ნაკლებად მყარია;

მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა საგაკვეთილო პროცესში დანერგოს ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ). შეძლებს სიახლეები შეიტანოს მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში, აზიაროს განათლების მიღების ინოვაციურ მეთოდებს და მათი ყოველდღიური განვითარების პროცესი მეტი ეფექტურობით წარმართოს;

 

ონლაინ პორტალი ყველაზე აქტიური და გამორჩეული კინგსელი პედაგოგების მხარდასაჭერად შეიქმნა და ამ ეტაპზე 5 000 მასწავლებელს აერთიანებს!

 

პედაგოგების პროექტში ჩასართავად ეწვიეთ ვებგვერდს www.pedagogi.kings.ge