სიახლეები

გაიცანი წარმატებული კინგსელები და მათი პედაგოგები!
2017-09-27

გაიცანი წარმატებული კინგსელები და მათი პედაგოგები!

25 სექტემბრიდან გაზაფხულის სეზონის გამარჯვებულთათვის დიპლომებისა და სერტიფიკატების გადაცემის პროცესი დაიწყო!

 

უკვე მეხუთე წელია, მოსწავლეთა ყველაზე დიდ სოციუმს წარმატება აერთიანებს და ისინი კინგსელების სახელით არიან ცნობილნი! 2017 წლის შემოდგომის სეზონიდან კინგსი აგრძელებს ზრუნვას იმაზე, რომ მთელი საქართველო იცნობდეს თავის საამაყო მოსწავლეებსა და პედაგოგებს!

 

ბედნიერება მხოლოდ მაშინაა რეალური, როცა სხვებს ვუზიარებთ, ამიტომ ჩვენი მიზანია, ერთად ვაქციოთ წარმატება რეალურ ბედნიერებად!

 

ჩვენ ფეისბუქის გვერდის მეშვეობით, გაგაცნობთ კინგსელებსა და პედაგოგებს, რომლებიც კინგსთან ერთად მოღვაწეობენ ნათელი მომავლისთვის, ჩვენ გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან წარმატების ისტორიას!