სიახლეები

კინგსის სპეციალური განცხადება ოლიმპიადებთან დაკავშირებით!
2017-09-29

კინგსის სპეციალური განცხადება ოლიმპიადებთან დაკავშირებით!

ძვირფასო კინგსელებო, მშობლებო და პედაგოგებო,
 

როგორც მოგეხსენებათ, 2017 წლის შემოდგომის სეზონზე კინგსმა მოსწავლეებისთვის შექმნა ინოვაციური სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს: პერსონალურ საგანმანათლებლო პლატფორმას, საგნობრივ ოლიმპიადებსა და ელექტრონულ სახელმძღვანელოებს.

 

აღნიშნული სასწავლო პროგრამა 10 000-ზე მეტმა მშობელმა უკვე შეუძინა თავის შვილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართული საზოგადოება მზადაა საგანმანათლებლო სფეროში ინოვაციების მისაღებად!  
 

გამოწვეული დიდი ინტერესიდან გამომდინარე, კინგსელებისთვის ვაკეთებთ სპეციალურ განცხადებას საოლიმპიადე აქტივობებთან დაკავშირებით. 
 

კინგსის ოლიმპიადები გაერთიანდა კინგსელებისთვის შექმნილ სასწავლო პროგრამაში.
 

მოსწავლეების ცოდნის შესაფასებლად შექმნილი საგნობრივი ოლიმპიადები ქართულ ენაში, მათემატიკასა და ინგლისურ ენაში კვლავ ჩატარდება საქართველოს 40-ზე მეტ ქალაქში.
ჩვენ კვლავ გავაერთიანებთ ათეულ ათასობით კინგსელისგან შექმნილ სოციუმს წარმატების მიღწევის სურვილით.
 

კინგსელის პერსონალური სასწავლო პროგრამის შესახებ ინფორმაციის მისაღებად და სპეციალური შეთავაზებით სარგებლობისთვის ეწვიეთ პირად პროფილს

თუ არ გაქვთ პირადი პროფილი დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე
 

2017 წლის შემოდგომის სეზონიდან ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ თითოეულ კინგსელს პერსონალურ განვითარებაში, პერსონალურად მასზე მორგებული სასწავლო პროგრამით.
 

კინგსის საოლიმპიადე აქტივობები კი ჩვენი მიზნის მიღწევის უმნიშვნელოვანესი იარაღია!
 

პატივისცემით,

კინგსის გუნდი