სიახლეები

კინგსის 2017 წლის შემოდგომის სეზონზე უფასო ონლაინ რეგისტრაცია დაიწყო
2017-10-11

კინგსის 2017 წლის შემოდგომის სეზონზე უფასო ონლაინ რეგისტრაცია დაიწყო

2017 წლის შემოდგომის სეზონზე კინგსმა მოსწავლეებისთვის შექმნა ინოვაციური სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს: პერსონალურ საგანმანათლებლო პლატფორმას, საგნობრივ ოლიმპიადებსა და ელექტრონულ სახელმძღვანელოებს. პროგრამის მთავარი მიზანი თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ განვითარებაზე ზრუნვა და ამ პროცესის მუდმივი ხელშეწყობაა.


ინოვაციურ სასწავლო პროგრამაზე უფასო ონლაინ რეგისტრაცია უკვე დაიწყო.


პროგრამაში რეგისტრაცია მოიცავს 4 საფეხურს:


1.    მოსწავლის პირადი პროფილის შექმნა-კინგსის სასწავლო პროგრამაში რეგისტრაციის პირველი ნაბიჯი მოსწავლის პირადი პროფილის შექმნაა.  რეგისტრაციის სხვა ეტაპების გასავლელად მოსწავლე უნდა ეწვიოს თავის პირად პროფილს


2.    დაფინანსების მოთხოვნა- ერწლიან სასწავლო პროგრამაში ჩასართავად კინგსმა  20 000 მოსწავლისთვის გამოყო 48 ლარიანი თანადაფინანსება. პირველ ეტაპზე თანადაფინანსების შესაძლებლობა მიეცა 12 000 წარმატებულ და აქტიურ კინგსელს. დარჩენილი 8000 ვაუჩერი გადანაწილდება პირველად დარეგისტრირებულ 8000 კინგსელზე, რომლის მიღების შემთხვევაში ერთწლიან პროგრამაში ჩართვის მსურველები 120 ლარის ნაცვლად 72 ლარს გადაიხდიან.


3.    სასწავლო პაკეტის არჩევა- რეგისტრაციის შემდეგი ეტაპია სასწავლო პაკეტის არჩევა. 48 ლარიან თანადაფინანსებას მხოლოდ 3 საგნის 1 წლიანი სასწავლო პაკეტის შეძენის მსურველები მიიღებენ.


4.    გადახდის ტიპის არჩევა- საფასურის გადახდა შესაძლებელია 2 გზით: საფასურის სრულად და საფასურის ეტაპობრივად გადახდა.

 

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეს შესაძლებლობა მიეცემა იხილოს პროგრამის მიხედვით გათვალისწინებული სასწავლო აქტივობების ჩამონათვალი.


კინგსის სასწავლო პროგრამა ოფიციალურად 16 ოქტომბერს, ონლაინ სასწავლო პლატფორმის გახსნით, იწყება.

 

ეწვიე პირად პროფილს, გაიარე რეგისტრაცია და ჩაერთე კინგსის ყველაზე აქტიურ საგანმანათლებლო პროექტში.