საჩუქარი აქტიურ პედაგოგებს

 

გაზაფხულის სეზონზე  „კინგსი“ პედაგოგებისთვის ახალ პროექტს ახორციელებს, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეების განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგების წახალისებასა და მათ მხარდაჭერას.

 

პროექტში ჩართული პედაგოგები, რომლებიც დააკმაყოფილებენ დაწესებულ კრიტერიუმებს, კინგსისგან მიიღებენ შესაბამის საჩუქრებს:

 

  • თუ პედოგოგის, სულ მცირე, 5 მოსწავლე კინგსის ქართული ენის ოლიმპიადის ფინალურ ტურში იასპარეზებს, იგი ავტომატურად კინგსის გამომცემლობის გამომწერი გახდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მასწავლებელი სრულიად უფასოდ მიიღებს პედაგოგებისთვის გამოცემულ სახელმძღვანელოებსა და ტესტების კრებულებს.

 

  • პროექტის ფარგლებში გაიმართება კონკურსი და გამარჯვებული პედაგოგები კინგსისგან საჩუქრად მიიღებენ 3 დღიან დასასვენებელ საგზურს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასტუმრო ,,ანაკლიაში”.

 

 

კონკურსის გამარჯვებული პედაგოგების გამოვლენის კრიტერიუმები

ქართული ენის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება პედაგოგების რეიტინგული სია.

  • რეიტინგი დგება ქართული ენის ოლიმპიდის ფინალური ტურის მონაწილეებიდან 5 საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლის ქულების დაჯამებით.
  • გამარჯვებულის სტატუსს მიიღებს რეიტინგული სიის პირველი 7 პედაგოგი და ასევე, თითოეული ქალაქის (33 ქალაქი, სადაც ოლიმპიადა ტარდება) საუკეთესო პედაგოგი.
  • პროექტის ფარგლებში ანაკლიის საგზური ჯამში 40 საუკეთესო პედაგოგს გადაეცემა.

 

 

კონკურსში ჩართვის პირობები

 

კონკურსში ჩასართავად პედაგოგმა სმს შეტყობინება უნდა გამოაგზავნოს

ნომერზე: 593539563 

ტექსტით: პედაგოგის სახელი/გვარი, ქალაქი და სკოლა.

 

 

ქართული ენის ოლიმპიადაზე მოსწავლეების რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ-გვერდზე: www.kings2018.ge

ოლიმპიადის I ტური 6 მაისს ჩატარდება!

 

გისურვებთ წარმატებას!