გახდი ოქროსმედალოსანი

6 მაისს, ქართული ენის ოლიმპიადის პირველი ტური ჩატარდება.

 

ოლიმპიადის მონაწილე კინგსელებს საჩუქრად 50 ოქროს ბონუს ქულა გადაეცემათ.

 

რა არის ოქროს ბონუს ქულა?

 

ოლიმპო წარმატებულ მოსწავლეთა ელექტრონული დაფაა, სადაც ყველა წარჩინებულ მოსწავლეს საკუთარი რეიტინგი აქვს. მოსწავლის რეიტინგი კი  თითოეულ საგანში ონლაინ სასწავლო პლატფორმისა და საგნობრივ ოლიმპიადებში მიღებული ქულების დაჯამების შემდეგ დგინდება.

ქართული ენის ოლიმპიადის მონაწილე კინგსელებს დამატებით 50 ოქროს ქულა გადაეცემათ, რაც მათ საკუთარი რეიტინგის გაუმჯობესებაში და ოქროს მედლის მოპოვებაში დაეხმარებათ.
 

როგორ გროვდება ქულები ოლიმპოზე?

ჩვეულებრივ, ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილე მოსწავლეს ენიჭება 20 ბრინჯაოს ქულა, თუმცა ქართული ენის ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილე მოსწავლე დამატებით კიდევ 50 ოქროს ქულას მოიპოვებს. თუ მოსწავლე ოლიმპიადაზე 25-50%-იან შედეგს მიიღებს მას ენიჭება 10 ვერცხლის, 50-75%-იანი შედეგის მიღების შემდეგ ენიჭება 20 ვერცხლის, 75-90%-იანი შედეგის მიღების შემდეგ ენიჭება 10 ოქროს, ხოლო 90-100%-იანი შედეგის მიღების შემდეგ კი 20 ოქროს ქულა.
 

ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილე მოსწავლეს ენიჭება 10 ვერცხლის ქულა. თუ მოსწავლე ოლიმპიადის ფინალურ ტურზე 25-50%-იან შედეგს მიიღებს მას ენიჭება 20 ვერცხლის, 50-75%-იანი შედეგის მიღების შემდეგ ენიჭება 10 ოქროს, 75-90%-იანი შედეგის მიღების შემდეგ ენიჭება 20 ოქროს, ხოლო 90-100%-იანი შედეგის მიღების შემდეგ კი 30 ოქროს ქულა.

 

ონლაინ სასწავლო პლატფორმაში ქულების მოპოვება და დაგროვება დამოკიდებულია ტესტების გაკეთების საფუძველზე. თითო წარმატებით გავლილ საფეხურზე მოსწავლეს ემატება ერთით მეტი ქულა. მაგალითად: თუ პირველ საფეხურზე მოსწავლეს აქვს 1 ბრინჯაოს ქულა, მეორე საფეხურზე გადასვლის შემდეგ მას 3 ბრინჯაოს ქულა გაუხდება (1+2=3), მესამე საფეხურზე გადასვლის შემდეგ 6 ბრინჯაოს (1+2+3=6), მეოთხე საფეხურზე გადასვლისად კი 10 ბრინჯაოს ქულა (1+2+3=6) და ა.შ.
 

ონლაინ სასწავლო პლატფორმასა და საგნორბივ ოლიმპიადებში დაგროვებული ქულებით საერთო რეიტინგი შემდეგი პრინციპით დგინდება: მათემატიკის ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ქულებს ემატება ქართული ენის ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს და ინგლისური ენის ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ქულები;

1 ოქროს ქულა უდრის 5 ქულას.

1 ვერცხლის ქულა უდრის 3 ქულას.

1 ბრინჯაოს ქულა უდრის 1 ქულას

 

როგორ გავხდეთ ოქროს მედალოსანი?

 

კინგსელი, რომელიც თითოეულ საგანში 200 ოქროს ქულას დააგროვებს, ის საჩუქრად ოქროს მედალს და მედალოსნის სტატუსს მოიპოვებს.

 

კინგსელი, რომელიც 175 ვერცხლის ქულას დააგროვებს, ის საჩუქრად 1 ვერცხლის მედალს მიიღებს,  ხოლო, 150 ბრინჯაოს ქულის დაგროვების შემთხვევაში-1 ბრინჯაოს მედალს.
 

გაიარე უფასო ონლაინ რეგისტრაცია ქართული ენის ოლიმპიადაზე დღესვე და გახდი პირველი ოქროსმედალოსანი.