რეგისტრაცია ოლიმპიადაზე
რეგისტრაცია
ამ ნომერზე უკვე არსებობს პირადი პროფილი. ოლიმპიადაზე დასარეგისტრირებლად შეიყვანე პაროლი
დაგავიწყდა პაროლი?
შემდეგი

  • გაიარე უფასო ონლაინ რეგისტრაცია;
  • მოემზადე პრეტესტირებით ოლიმპიადისთვის;
  • მოდი 27 მაისს და მიიღე 50 ოქროს ქულა მედლის  მოსაპოვებლად!

რეგისტრაცია

რჩეულთა ბანაკი 22 ივნისიდან იწყება


  • თუ გაქვს I, II ან III ხარისხის დიპლომი, მაშინ ეს ადგილი შენია!
  • სიახლე - დაემატა ინგლისურენოვანი ნაკადი!
  • ადგილების დაჯავშნა მთავრდება

კინგსის აკადემია ახალი სასწავლო წლისთვის რეგისტრაცია დაიწყო!


 

კინგსის აკადემიის საზაფხულო სკოლა თბილისში – ცოდნისკენ გადადგმული ახალი ნაბიჯი!

  • გინდა წლის განმავლობაში მიღებული ცოდნის გამყარება?
  • ფიქრობ, რომ  მათემატიკა ბევრად უფრო პრაქტიკული და საინტერესოა, ვიდრე მხოლოდ მაგალითებისა და ამოცანების  ამოხსნა?
  • გაინტერესებს პრაქტიკული რჩევები წაკითხული ტექსტის სიღრმისეული გააზრებისთვის?

მაშინ ეს სიახლე შენთვისაა!

18 ივნისს  II-დან VI კლასის მოსწავლეებისთვის გაიხსნა „კინგსის აკადემია“, სადაც კინგსელებს არასტანდარტული  და თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით გაკვეთილები  მათემატიკურ ლოგიკასა და მხატვრულ ლიტერატურაში უტარდებათ.

ჩატარების ადგილი: თბილისი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი GAU (მერაბ ალექსიძის ქუჩა №10).

„კინგსის აკადემიაში“ ჯგუფები დაყოფილია მოსწავლეების ცოდნის დონის მიხედვით, რომელსაც ინდივიდუალური ტესტირება განსაზღვრავს. სწავლების ხანგრძლივობა 3 კვირაა (კვირაში 3 შეხვედრა).  

  • II სასწავლო ციკლი - 9 ივლისიდან 30 ივლისამდე.

სასწავლო ციკლის განმავლობაში შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ერთი კურსი ან გაიაროთ ორივე კურსი ერთად.

იჩქარეთ!

პირველი 120 მოსწავლე,  რომელიც დარეგისტრირდება, მიიღებს:

  • ორივე კურსის შემთხვევაში – კინგსის 107 ლარის ღირებულების რვავე წიგნს;
  • მათემატიკური ლოგიკის კურსის შემთხვევაში – მათემატიკის 45 ლარის ღირებულების ორივე წიგნს;
  • მხატვრული ლიტერატურის კურსის შემთხვევაში – ქართულის 45 ლარის ღირებულების სამივე წიგნს.

 

მათემატიკური ლოგიკის კურსის გავლის შემდეგ:

  • გაიმყარებ სასწავლო წლის განმავლობაში შეძენილ ცოდნას მათემატიკაში;
  • დაინახავ რამდენად პრაქტიკული, საინტერსესო და სახალისოა მათემატიკა;
  • იპოვი რთული ამოცანების ამოხსნის მარტივ და სახალისო გზას;
  • განივითარებ ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარს;
  • შეიძენ ახალ მეგობრებს, რომლებსაც შენსავით აინტერესებთ მათემატიკა;
  • მომზადებული შეხვდები ახალ სასწავლო წელს;
  • მიიღებ კურსის დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს.

მხატვრული ლიტერატურის კურსის გავლის შემდეგ:

  • გაიმყარებ სასწავლო წლის განმავლობაში შეძენილ ცოდნას ლიტერატურაში;
  • წაიკითხავ ახალ წიგნებს და გაიცნობ ახალ პერსონაჟებს;
  • განივითარებ ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარს;
  • მნიშვნელოვნად გაიმდიდრებ ლექსიკას;
  • შეიძენ ახალ მეგობრებს, რომლებსაც შენსავით აინტერესებთ ლიტერატურა;
  • მომზადებული შეხვდები ახალ სასწავლო წელს;
  • მიიღებ კურსის დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს.

ფასები:

  • მათემატიკური ლოგიკა –  125ლარი
  • მხატვრული ლიტერატურა – 125 ლარი
  • მათემატიკური ლოგიკა და მხატვრული ლიტერატურა ერთად –  195 ლარი

დაჯავშნე ადგილი დღესვე, მოხვდი პირველ 120 დარეგისტრირებულს შორის და მიიღე საჩუქრები!

კინგსის აკადემიის მხარდამჭერია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი - GAU

 

 

იზრუნე მეგობარზე, ჩაწერე მისი ნომერი, რომ ისიც მოემზადოს ოლიმპიადისთვის