რეგისტრაცია ოლიმპიადაზე
რეგისტრაცია
ამ ნომერზე უკვე არსებობს პირადი პროფილი. ოლიმპიადაზე დასარეგისტრირებლად შეიყვანე პაროლი
დაგავიწყდა პაროლი?
შემდეგი

  • გაიარე უფასო ონლაინ რეგისტრაცია;
  • მოემზადე პრეტესტირებით ოლიმპიადისთვის;
  • მოდი 27 მაისს და მიიღე 50 ოქროს ქულა მედლის  მოსაპოვებლად!

რეგისტრაცია

მათემატიკის ოლიმპიადა - 19 მაისი


  • ოლიმპიადის პირველი ტური უფასოა
  • გაიმარჯვე და გახდი სტიპენდიატი
შედეგები

კინგს კემპი - ლაშქრობა ჯუთაში!


 

კინგს კემპში თავგადასავლები გრძელდება!

13-14 სექტემბერს კინგს კემპის მესამე ნაკადი ჯუთაში გაემგზავრება! ლაგოდეხისა და ბორჯომ-ხარაგაულის ულამაზესი ბუნების დალაშქვრის შემდეგ კინგსელები უკვე ყაზბეგში, ჯუთა ჭაუხებისკენ გაემართებიან.

ლაშქრობის ფარგლებში მოინახულებ ყაზბეგის საოცარ ბუნებას, ჯუთა ჭაუხების მთებს, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება.

 

მაგრამ რა არის ლაშქრობა, უამრავი თამაშებისა და საღამოს კოცონის გარეშე? ამიტომაც! ლაშქრობით დაღლილსა და ემოციებით სავსეს დღის ბოლოს კოცონი გელის, სადაც გართობასა და მხიარულებასთან ერთად ახალ საინტერესო ადამიანებს გაიცნობ, ძველ მეგობრებში, და სხვათაშორის საკუთარ თავშიც, უამრავ ახალს აღმოაჩენ. აქციე ზაფხულის ორი ჩვეულებრივი დღე შენი ცხოვრების დაუვიწყარ მოგონებად და შექმენი შენი თავგადასავალი კინგს კემპში!


ლაშქრობის ფარგლებში:

· შეიძენ და განივითარებ ახალ უნარ-ჩვევებს;

· აღმოაჩენ შენს ფარულ შესაძლებლობებს;

· თავს დააღწევ მოსაწყენ ყოველდღიურობას

· და, რაც მთავარია, შეიძენ ახალ მეგობრებს!

 

ტურის ღირებულება შეადგენს 85 ლარს (5 სექტემბრამდე შეიძენის შემთხვევაში ფასი 75 ლარი იქნება), და იგი სრულად დაფარავს ყველა დანახარჯს:

· მგზავრობა: თბილისი-სოფ. ჯუთა, სოფ. ჯუთა-თბილისი;

· სამჯერადი კვება;

· სალაშქრო ინვენტარის ღირებულება (კარავი, საძილე ტომარა, პარალონი);

· მეგობრობასა და ბავშვებზე უკიდეგანოდ შეყვარებული ლიდერები.


 

გამგზავრების დეტალები:

· გასვლის დრო: 13 სექტემბერი

· დაბრუნების დრო: 14 სექტემბერი

 

თუ ყველაფერი ეს წაიკითხე, ხარ 10-დან 18 წლამდე, გინდა, ამ თავგადასავლის შემოქმედი გახდე, მაშინ, ალბათ, გაქვს შეკითხვები:

1. ვინ არიან კემპის ორგანიზატორები და ვინ იზრუნებს თქვენზე ამ ორი დღის განმავლობაში?

2. როგორია ლაშქრობის წესდება?

3. ვისთან ერთად იმოგზაურებთ ბორჯომ-ხარაგაულის დაცულ ტერიტორიებზე?

4. ზუსტად რა აქტივობებს მოიცავს ორდღიანი ლაშქრობა?

 

და ნებისმიერი სხვა სახის შეკითხვის შემთხვევაში: მოითხოვე ზარი და მიიღე პასუხები კემპის ორგანიზატორებისგან!

 

ადგილები შეზღუდულია და მხოლოდ 25 მოსწავლე გაემგზავრება კინგს კემპში. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკე: 577 68 80 61; 574 44 14 10.

 

იზრუნე მეგობარზე, ჩაწერე მისი ნომერი, რომ ისიც მოემზადოს ოლიმპიადისთვის