რეგისტრაცია ოლიმპიადაზე
რეგისტრაცია
შემდეგი

  • გაიარე უფასო ონლაინ რეგისტრაცია;
  • მოემზადე პრეტესტირებით ოლიმპიადისთვის;
  • მოდი 27 მაისს და მიიღე 50 ოქროს ქულა მედლის  მოსაპოვებლად!

რეგისტრაცია

მე მივდივარ კინგსის ოლიმპიადაზე


  • ოლიმპიადის პირველი ტური უფასოა
  • გაიმარჯვე და გახდი სტიპენდიატი

სიახლე მასწავლებლებს!


სიახლე მასწავლებლებს!

კინგსი იწვევს მასწავლებლებს, შემოურთდნენ 2019 წლის გაზაფხულის სეზონის გამოწვევას, რათა ერთად გავაუმჯობესოთ სკოლის საოლიმპიადე შედეგები მთელი საქართველოს მასშტაბით!

სეზონის ბოლოს გამოვავლენთ კამპანიაში ჩართულ საუკეთესო მასწავლებლებს!

ოლიმპიადის  გაზაფხულის სეზონზე სიახლეა - მოსწავლეებს, პირველი ტურის შემდეგ, გადაეცემათ ონლაინ სავარჯიშო ტესტები ფინალური ტურისთვის მოსამზადებლად და კონკრეტულ საგანში თავიანთი სუსტი მხარეების გასაძლიერებლად. მასწავლებლებს კი გაეგზავნებათ სტატისტიკური მონაცემები მონაწილეებისთვის შედარებით რთული საკითხების შესახებ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, უკეთესად მოამზადონ ისინი შემდეგი ეტაპისთვის.

ფინალური ტურის შემდეგ, კინგსი მოსწავლეებს გაუგზავნის  დავალებების დეტალურ ახსნა-განმარტებებს, რათა მათ შეძლონ კონკრეტულ კატეგორიებში ცოდნის გაღრმავება.

ამას გარდა, ყოველი ოლიმპიადის შემდეგ, თითოეული სკოლა მიიღებს სტატისტიკას მონაწილეთა შედეგებისა და სკოლის მიღწევების განვითარების შესახებ.

კინგსის გამოწვევაში ჩართული მასწავლებლების წარმატება დამოკიდებულია როგორც ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლეთა შეფასებებზე, ასევე - მათ რაოდენობაზე:

რაც უფრო მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას და რაც უფრო მაღალი იქნება მათი ქულები, მით უფრო მეტად დაფასდება პედაგოგის შრომა.

პედაგოგები, რომელთა მოსწავლეების მიერ დაგროვებული ქულათა ჯამი ოლიმპიადაზე იქნება კინგსის დაწესებულ ქულაზე მაღალი, დაჯილდოვდებიან შესაბამისი სერტიფიკატით:

  • 600 - 899 ქულა - ბრინჯაოს სერტიფიკატი
  • 900-1199  ქულა - ვერცხლის სერტიფიკატი
  • 1200 ან მეტი ქულა - ოქროს სერტიფიკატი

 

თუ გსურთ, მოხვდეთ იმ საუკეთესო მასწავლებელთა სიაში, რომლებიც ყველაზე აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას მოსწავლეების აკადემიური შედეგების გაუმჯობესების პროცესში, შეავსეთ ანკეტა და დაელოდეთ კინგსის წარმომადგენლის ზარს, დეტალური ინფორმაციის შესახებ.

                                                                                       ანკეტის შევსება

 

იზრუნე მეგობარზე, ჩაწერე მისი ნომერი, რომ ისიც მოემზადოს ოლიმპიადისთვის