გახდი სტიპენდიატი კინგსელი!

2019 წლის გაზაფხულის სეზონზე სიახლეა:

ინგლისური და ქართული ენის ოლიმპიადებში გამარჯვებული 3-3 მოსწავლე ყოველ თვე მიიღებს 100 ლარის ოდენობის სტიპენდიას, ერთი წლის განმავლობაში.

კინგსის მისიაა, გავზარდოთ ქვეყანაში ზოგადი განათლების დონე, ამისთვის კი უმნიშვნელოვანესია, რაც შეიძლება მეტი მოტივაცია მივცეთ თითოეულ ბავშვს.

ერთწლიანი სტიპენდია არის ერთგვარი წახალისება მოსწავლეებისთვის, რათა მათ მოსინჯონ ძალები ოლიმპიადაში. გვსურს, ბავშვებს საკუთარ თავზე მუშაობის, თვალსაჩინო განვითარებისა და საერთაშორისო გამოწვევებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების საშულება მივცეთ.

არ გამოტოვო ეს შესაძლებლობა!

კინგსის ოლიმპიადის ინგლისური ენის პირველი უფასო ტური 24 მარტს ჩატარდება.დარეგისტრირდი დღესვე:

     რეგისტრაცია