ხშირად დასმული კითხვები

როგორ დავრეგისტრირდე ოლიმპიადაზე? 

 კინგსის საგნობრივ ოლიმპიადებში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლე ჩართული უნდა იყოს კინგსის სასწავლო პროგრამაში. ერთწლიან სასწავლო პროგრამაში ჩართული მოსწავლე შეუძრუდავად იღებს მონაწილეობას ინგლისური ენის, ქართული ენისა და მათემატიკის ოლიმპიადებში 1 წლის განმავლობაში.

 

 

სასწავლო პროგრამა შეძენილი მაქვს და  ოლიმპიადაზე როგორ დავრეგისტრირდე ? 

ის მოსწავლეები, რომელთაც ერთწლიანი სასწავლო პროგრამის პაკეტი შეძენილი აქვთ, ავტომატურად არიან დარეგიტრირებულნი კინგსის ყველა ოლიმპიადაზე. 

 

 

პაკეტი შეძენილი არ მაქვს და ინგლისური ენის ოლიმპიადის I ტურზე ვერ გამოვალ? 

 ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად, მოსწავლემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია კინგსის პროგრამაზე, გადახდის ტიპად უნდა აირჩიოს ,,ეტაპობრივი გადახდა". ამ შემთხვევაში, მას შეუძლია გამოცხადდეს ოლიმპიადის პირველ ტურზე და საფასურის პირველადი შენატანი გააკეთოს 10 ნოემბრამდე.  

 

 

მოქმედებს თუ არა პლატფორმის რეიტინგი ოლიმპიადის რეიტინგზე?

საგანმანათლებლო პლატფორმის რეიტინგი არ მოქმედებს ოლიმპიადის რეიტინგზე. ოლიმპიადის რეიტინგი დგება მხოლოდ ოლიმპიადაზე მიღებული შედეგების მიხედვით. 

 

 

როდის მივიღებთ დიპლომს/სერტიფიკატს?

გაზაფხულის სეზონის დიპლომებისა და სერტიფიკატების სკოლებისთვის გადაცემა 25 სექტემბერს დაიწყება. ეს პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით ოქტომბრის თვის ბოლოს დასრულდება.

 

 

 

 

როგორ მივიღო დაწვრილებითი ინფორმაცია კინგსის სასწავლო პროგრამის შესახებ?

კინგსის სასწავლო პროგრამის შესახებ ინფორმაციის მისაღებად უნდა შეავსოთ ველები ბმულზე http://kings.ge/kitxvari  და კინგსის წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ.

 

 

 

 

ჩატარდება თუ არა ოლიმპიადები?

2017 წლის შემოდგომის სეზონიდან კინგსი იწყებს ახალ პროექტს - „კინგსის სასწავლო პროგრამას“, რომელიც მოიცავს ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმას, საოლიმპიადე აქტივობებსა და ელექტრონულ წიგნებს.

 

 

 

 

როგორ მივიღო მონაწილეობა ოლიმპიადებში?

ოლიმპიადებში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლე უნდა ფლობდეს კინგსის სასწავლო პროგრამის რომელიმე პაკეტს.

 

 

 

 

ოლიმპიადების საფასურის გადახდა ცალკე მოგვიწევს?

კინგსის სასწავლო პროგრამის საფასური მოიცავს ოლიმპიადების საფასურსაც:

ერთწლიანი სასწავლო პროგრამა მოიცავს ორი სეზონის (შემოდგომისა და გაზაფხულის) განმავლობაში სამივე ოლიმპიადას (ქართული ენა, მათემატიკა, ინგლისური ენა)

ნახევარწლიანი სასწავლო პროგრამა მოიცავს ერთი სეზონის განმავლობაში სამივე საგნის ოლიმპიადას (ქართული ენა, მათემატიკა, ინგლისური ენა)

პაკეტი „მინი“ მოიცავს მოიცავს ერთი წლის განმავლობაში (შემოდგომისა და გაზაფხულის სეზონებზე) ერთ რომელიმე ოლიმპიადას (ქართული ენა, მათემატიკა, ინგლისური ენა)

 

 

 

 

 

შემიძლია ოლიმპიადებში მონაწილეობის მიღება კინგსის სასწავლო პროგრამის პაკეტის შეძენის გარეშე?

ოლიმპიადებში მონაწილეობის მიღება მხოლოდ რომელიმე პაკეტის ფლობის შემთხვევაშია შესაძლებელი

 

 

 

 

როგორ დავრეგისტრირდე?

კინგსის სასწავლო პროგრამაზე დასარეგისტრირებლად მოსწავლის პირადი პროფილიდან უნდა შეიძინოთ სასწავლო პროგრამის რომელიმე პაკეტი.

 

 

 

 

 

ვის შეუძლია კინგსის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა?

კინგსის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია მე-2-დან მე-12 კლასის ჩათვლით  სკოლის მოსწავლეებს.

 

 

 

 

 

როგორ შევქმნა პირადი პროფილი?

პირადი პროფილის შექმნას შეძლებთ 25 სექტემბრიდან კინგსის ვებგვერდზე.

 

 

 

 

არ მახსოვს მაქვს თუ არა პირადი პროფილი

მოსწავლის პირადი პროფილის მოსაძებნად მოგვმართეთ ფეისბუქის პირად შეტყობინებებში ან დაგვირეკეთ ცხელ ხაზზე 2-30-61-31

 

 

 

 

 

ვერ ვახერხებ პირად პროფილში შესვლას

პირადი პროფილის პაროლის აღსადგენად, დააჭირეთ წარწერას „პაროლის აღდგენა“ და მიჰყევით ინსტრუქციას.

თუ აწყდებით სხვა ტიპის პრობლემას, მოგვმართეთ ფეისბუქის პირად შეტყობინებებში ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 2-30-61-31

 

 

 

 

 

როგორ შევცვალო მონაცემი (სკოლა, პაროლი, სახელი...) პირად პროფილში?

პირად პროფილში რაიმე მონაცემის შესაცვლელად უნდა მოგვმართოთ ფეისბუქის პირად შეტყობინებებში ან დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 2-30-61-31

 

 

 

 

 

სად აიტვირთება ტესტები?

ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, ანუ თამაშის ელემენტებით შექმნილი ონლაინ ტესტირება, ოქტომბრის დასაწყისიდან კინგსის სასწავლო პროგრამის ყველა მფლობელს ექნება პირად პროფილში

 

 

 

 

 

რას ნიშნავს 48-ლარიანი შეთავაზება?

მხოლოდ წარმატებული და აქტიური კინგსელებისათვის, კინგსი აწესებს 48-ლარიან სპეციალურ შეთავაზებას ერთწლიან სასწავლო პროგრამაზე. რაც ნიშნავს, რომ კინგსელი ნაცვლად 120 ლარისა, გადაიხდის 72 ლარს

 

 

 

 

 

რომელ პაკეტზე ვრცელდება 48-ლარიანი შეთავაზება?

48-ლარიანი შეთავაზება ვრცელდება კინგსის სასწავლო პროგრამის მხოლოდ ერთწლიან 120 ლარიან პაკეტზე.

 

 

 

 

როდემდე მოქმედებს 48-ლარიანი შეთავაზება?

48-ლარიანი შეთავაზებით სარგებლობა კინგსელებს 29 სექტემბრამდე შეუძლიათ

 

 

 

 

როგორ მივიღო 48-ლარიანი შეთავაზება?

თუ ხართ წარმატებული კინგსელი და პირად პროფილში არ გაქვთ 48-ლარიანი შეთავაზება, შეავსეთ კითხვარი ბმულზე: http://kings.ge/kitxvari და დაელოდეთ ჩვენი წარმომადგენლის ზარს, რომელიც თავად გაგიხსნით შეთავაზებას.

თუ ჩვენი წარმომადგენელი უკვე დაგიკავშირდათ, მაგრამ პირად პროფილში შეთავაზება გახსნილი არ გაქვთ, მოგვმართეთ ფეისბუქის პირად შეტყობინებებში ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 2-30-61-31

 

 

 

 

 

როგორ დავადასტურო 48-ლარიანი შეთავაზება პირად პროფილში?

48-ლარიანი შეთავაზების დასადასტურებლად, პირად პროფილში, 48-ლარიანი შეთავაზების ფანჯარაში უნდა დააჭიროთ წარწერას „აირჩიეთ გადახდის თარიღი“ და მონიშნოთ სასურველი რიცხვი

 

 

 

 

 

როგორ გადავიხადო კინგსის სასწავლო პროგრამის პაკეტის საფასური?

პირად პროფილში, კინგსის სასწავლო პროგრამის სასურველი პაკეტის ქვემოთ, დააჭირეთ წარწერას „შეძენა“ და იხილავთ გადახდის საშუალებებს, საბანკო რეკვიზიტებს და სხვ. საფასურის შეტანისას, აუცილებლად მიუთითეთ მოსწავლის ექვსნიშნა უნიკალური კოდი

 

 

 

 

 

 

როგორ გავიგო შეძენილი მაქვს თუ არა პაკეტი?

თუ მოსწავლეს შეძენილი აქვს კინგსის სასწავლო პროგრამის პაკეტი, მის პირად პროფილში, სასურველი პაკეტის ქვემოთ ეწერება შეძენილია

 

 

 

 

გადავიხადე საფასური და არ ჩანს პირად პროფილში

პირად პროფილში საფასურის ასახვას სჭირდება 3 სამუშაო დღე. თუ ამ პერიოდის შემდეგაც არ აისახა საფასური პირადი პროფილის ბალანსზე, ან სასურველ პაკეტს არ დაეწერა „შეძენილია“, მოგვმართეთ ფეისბუქის პირად შეტყობინებებში ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 2-30-61-31