ბანაკები

 

 

.

კინგსლენდის საზაფხულო ინტელექტუალურ-შემეცნებითი ბანაკი ანაკლიაში გაიმართება!

კინგსლენდი არის გამარჯვებულ მოსწავლეთა ინტელექტუალურ-შემეცნებითი ბანაკი, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლის პიროვნულ და ინტელექტუალურ განვითარებაზე.

ეს არის დახურული ბანაკი მხოლოდ ინგლისური ენის, ქართული ენისა და მათემატიკის ოლიმპიადების გამარჯვებული მოსწავლეებისთვის. წარმატებული კინგსელები ბანაკში ერთად სწავლობენ დამოუკიდებლობას, იღებენ უდიდეს გამოცდილებას, იძენენ ახალ მეგობრებს და ქმნიან მომენტებს, რომლებიც არასდროს დაავიწყდებათ

კინგსლენდი ანაკლიაში 9 ივნისიდან გაიმართება და გამარჯვებული მოსწავლეები 4 დაუვიწყარ დღეს გაატარებენ „სასტუმრო კომპლექს ანაკლიაში“.

 კინგსში გაიზარდა  პრიზიორთა რაოდენობა და შეიქმნა წარმატებულ ფინალისტთა ახალი ნომინაცია ,,რჩეული კინგსელები''.

ყველა ის მოსწავლე, რომელიც კინგსის ოლიმპიადებში მოიპოვებს I, II და III ხარისხის დიპლომს შედის რჩეული კინგსელების ნომინაციაში და კინგსისგან პრიზის სახით გადაეცემა 250 ლარიანი ვაუჩერი "გამარჯვებულ მოსწავლეთა ბანაკში-კინგსლენდში" მოსახვედრად. ( ბანაკის ღირებულება ვაუჩერის გარეშე შეადგენს 670 ლარს) 

გაიგე მოხვდი თუ არა "რჩეეულ კინგსელთა" შორის და მოითხოვე ზარი ბანაკის ორგანიზატორისგან.
 

 

      ინგლისური ენის გამარჯვებულთა ბანაკი        ქართული ენის გამარჯვებულთა ბანაკი        მათემატიკის გამარჯვებულთა ბანაკი