წიგნები

2017 წლიდან კინგსს საკუთარი გამომცემლობა აქვს, რომელიც მოსწავლეთა ცოდნის გასაუმჯობესებლად წიგნებსა და ტესტების კრებულებს გამოსცემს.
 

ახალ სეზონზე კინგსი ახალ სახელმძღვანელოებს გთავაზობთ:
 

ტესტების კრებული ,,სტატისტიკური ანალიზით’’ ინგლისურ ენაში.

გამოცემული II-დან VI კლასის მოსწავლეებისთვის, რომელიც მოიცავს 100-ზე მეტ, სირთულის მიხედვით დალაგებულ ტესტურ სავარჯიშოს თითოეული კლასისთვის. ტესტების კრებულებში საკითხები სირთულის მიხედვით არის დალაგებული. ტესტის თითოეულ დონეს ასევე გააჩნია პროცენტული შეფასება: ყველაზე მარტივი 2%, ხოლო ყველაზე რთული 98%. ეს მონაცემები  კვლევით დადგინდა, რომელშიც ათასობით კინგსელი მონაწილეობდა. კინგსის  თითოეულ კრებულს თან ახლავს განმარტებები, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება კითხვების დაძლევაში.  ტესტები სრულად შეესაბამება სასწავლო პროგრამას, რაც მოსწავლეს საშუალებას მისცემს, არამხოლოდ კინგსის ოლიმპიადაში მიაღწიოს წარმატებას, არამედ სკოლის პროგრამაც მარტივად დაძლიოს. 

ტესტების კრებულის ღირებულება 7 ლარს შეადგენს. მისი შეძენა შეგიძლიათ, ჩვენს ოფისში, მისამართზე: ქალაქი თბილისი, ცოტნე დადიან #7, სავაჭრო ცენტრი ქარვასლა, B307 ოთახი და  ონლაინ, თქვენს პირად პროფილებში

 

ტესტების კრებული ,,ფინალისტებისთვის’’ ინგლისურ ენაში.

გამოცემული  II-დან VI კლასის მოსწავლეებისთვის, მოიცავს 150-ზე მეტ, სპეციალურად ფინალისტების დონისთვის განსაზღვრულ ტესტების სირთულეს.

ტესტების კრებულის ღირებულება 10 ლარს შეადგენს. მისი შეძენა შეგიძლიათ, ჩვენს ოფისში, მისამართზე: ქალაქი თბილისი, ცოტნე დადიან #7, სავაჭრო ცენტრი ქარვასლა, B307 ოთახი და და  ონლაინ, თქვენს პირად პროფილებში

 

 მათემატიკის სახელმძღვანელო.

 

გამოცემული II-დან VI კლასის მოსწავლეებისთვის, მოიცავს 600 ამოცანას თავისი მოხსნებით. ამოცანები 6 კატეგორიაში ნაწილდება; თითოეული კატეგორია 100 ამოცანისგან შედგება, რომლებიც თავის მხრივ იყოფა მარტივ, საშუალო და რთულად. აბსოლუტურად ყველა კლასში ვხვდებით ლოგიკისა და საოლიმპიადე ხაზის ამოცანებს. "ამოცანებისკრებულში" თანმიმდევრულადაა დალაგებული ქვეთემები, რაც ამარტივებს თითოეული მათგანის ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებასა და მასალის ჯაჭვური ბმით ერთიანად გააზრებას.

მათემატიკის სახელმძღვანელოს ღირებულება 25 ლარს შეადგენს. მისი შეძენა შეგიძლიათ ჩვენს ოფისში, მისამართზე: ქალაქი თბილისი, ცოტნე დადიან #7, სავაჭრო ცენტრი ქარვასლა, B307 ოთახი. ასევე, ონლაინ თქვენს პირად პროფილებში და ჩვენს ფეისბუქ გვერდზე. 


   

 

ქართული ენის სახელმძღვანელო აერთიანებს 720 ტესტურ დავალებას. წიგნი დაყოფილია ქვეთემებად: გრამატიკა, ლექსიკა, ტექსტის გააზრება, ლოგიკურ- შემეცნებითი დავალებები.

მისი ღირებულებაა 20 ლარი.

 

  

 

ქართული ენის ტესტების კრებული სტატისტიკური ანალიზით მოიცავს 120 სავარჯიშოს. ონლაინ პლატფორმის მეშვეობით,კინგსი აქტიურად აკვირდება მოსწავლეებს და აფასებს კითხვათა სირთულეს. ამ მონაცემების საფუძველზე შეიქმნა კინგსის კრებული სტატისტიკური ანალიზით, რომელშიც მეტი თვალსაჩინოებისთვის, დავალებათა სირთულე პროცენტულადაა წარმოდგენილი, რაც მოსწავლის ცოდნის რეალურად შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

მისი ღირებულებაა 10 ლარი.

 

   

 

ტესტების კრებული ფინალისტებისთვის. 150-მდე სავარჯიშო შედგენილია ქართული ენის ოლიმპიადის მესამე ტურის დავალებათა სირთულის შესაბამისად.

მისი ღირებულებაა 12 ლარი. 

წიგნები განკუთვნილია მოსწავლეთათვის II-დან VI კლასის ჩათვლით.

ქართული ენისა და ლიტერატურის შეძენა შეგიძლიათ 6 მაისს, ქართული ენის ოლიმპიადაზე ქალაქ თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდსა და გორში.

ასევე ჩვენს ოფისში, მისამართზე: ქალაქი თბილისი, ცოტნე დადიან #7, სავაჭრო ცენტრი ქარვასლა, B307 ოთახი და ასევე, ონლაინ თქვენს პირად პროფილებში 


ონლაინ გაყიდვის შესახებ დამატებითი ინფორმაცია კი იხილეთ  აქ.