რეგისტრაცია ოლიმპიადაზე
რეგისტრაცია
შემდეგი

  • გაიარე უფასო ონლაინ რეგისტრაცია;
  • მოემზადე პრეტესტირებით ოლიმპიადისთვის;
  • მოდი 27 მაისს და მიიღე 50 ოქროს ქულა მედლის  მოსაპოვებლად!

რეგისტრაცია

მე მივდივარ კინგსის ოლიმპიადაზე


  • ოლიმპიადის პირველი ტური უფასოა
  • გაიმარჯვე და გახდი თიბისის სტიპენდიატი

სასწავლო პროგრამის ფარგლებში შენ შეგიძია მონაწილეობა მიიღო კონკურენტულ საგნის (ინგლისური, ქართული, მათემატიკა) ოლიმპიადაში…

ლოგიკის საზაფხულო კურსი


კინგსი განახლებულ საზაფხულო ლოგიკის კურსს იწყებს!

გაინტერესებს რატომ ლოგიკა და რატომ ზაფხულში?

ალბათ გქონია მომენტი, ზაფხულის არდადეგების შემდეგ სკოლაში მიდიხარ და ხვდები, რომ გასული წლის ბოლოს უფრო მარტივად შეგეძლო სწავლა ვიდრე ახლა. ჩვენ ლოგიკის კურსის საშუალებით დაგეხარებით ზაფხულშიც შეძლო გონების გავარჯიშება, არ მოდუნდე და ახალ სასწავლო წელს მომზადებული შეხვდე. თანაც ამ ყველაფერთან ერთად იხალისო და ყოველ ფეხის ნაბიჯზე სიურპრიზს ელოდო ლოგიკა კი სწორედ ის სფეროა, რომელიც ნებისმიერი მისწრაფების, სურვილისა თუ პროფესიის ადამიანს სჭირდება წინსვლისთვის.

რას გთავაზობს ლოგიკის კურსი?

ლოგიკის კურსის საშუალებით 28 დღის განმავლობაში, შენ ყოველ დღე გექნება შესაძლებლობა ამოხსნა 2 ამოცანა. თითოეული ამოცანის შესასრულებლად 30 წუთი გექნება, ამ დროის გასვლის შემდეგ I მინიშნებას მიიღებ, მომდევნო 30 წუთში II მინიშნებას. უკანასკნელი მინიშნების მიღებიდან 10 წუთის გასვლის შემდეგ ამოცანის პასუხი თავად მოგძებნის. თუკი რომელიმე დღეს გამოტოვებ, იმ დღის ამოცანების ნახვას ვეღარ შეძლებ. ლოგიკის კურსის მიზანია დაგეხმაროს გონების გავარჯიშებაში, ამიტომ მნიშვნელოვანია ამოცანები ყოველ დღე ამოხსნა.

საჩუქრები ლოგიკის კურსში!

4 კვირის განმავლობაში შენ შესაძლებლობა გექნება მოიპოვო ყოველკვირეული საჩუქრები - კინგსის ბრენდირებული: კალამი, ბლოკნოტი, მაიკა და ჩანთა. წესები კი შემდეგნაირია:

  • საჩუქრის მოსაპოვებლად საჭიროა აქტიურად იყო ჩართული კურსში, დააგროვო ქულები და შესაბამისად, ქულები გადაცვალო კინგსის საჩუქრებში.
  • თითოეული საჩუქრის მოპოვება შეგეძლება მხოლოდ ერთ კონკრეტულ კვირაში. მაგალითად, თუ პირველი კვირის საჩუქარისთვის საკმარის ქულებს ვერ მოაგროვებ, დაგროვებული ქულები გინარჩუნდება და ქულების დაგროვებას აგრძელებ უკვე მეორე კვირის საჩუქრისთვის.

ქულების დაგროვება კი შემდეგნაირად ხდება:

  • პირველ რიგში, კურსით დაინტერესებისთვის საჩუქრად მიიღებ 50 ქულას!
  • ყოველდღიურად ლოგიკის კურსში ამოცანების ნახვისთვისა და მათზე ფიქრისთვის მიიღებ 10 ქულას.
  • მათი სწორად ამოხსნის შემთხვევაში კიდევ დამატებით 10-10 ქულას.
  • ასევე, დიდ მნიშველობას ვაქცევთ მეგობრების დაინტერესება და თქვენ მიერ მათ ჩართვას ლოგიკის კურსში, ამიტომაც თითოეული მეგობრის მოწვევის შემთხვევაში შენ და შენი მეგობარი მიიღებთ 50-50 ქულას!

I დღის უფასო ამოცანების სანახავად ეწვიე