კინგსის სასწავლო პროგრამის აღწერა

ევროპულმა საგანმანათლებლო სისტემაზე დაკვირვებამ  წარმოაჩინა,  რომ მოსწავლეებს სჭირდებათ ინდივიდუალური მიდგომა და მათ განათლებაზე პერსონალურად ზრუნვა. ამ ფაქტმა აშკარა გახადა, რომ  საჭირო იყო ინოვაციური და თითოეული მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული პერსონალური სასწავლო პროგრამის შემუშავება.

 

კინგსმა  35  ადამიანისგან შემდგარი ინტერნაციონალური გუნდისა და 18 თვიანი მუშაობის შედეგად, შექმნა სასწავლო პროგრამა, რომელიც ინდივიდუალური განათლების მეთოდს ეფუძნება.

 

კინგსის სასწავლო პროგრამა სამი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან შედგება:

 

 

1. საგანმანათლებლო პლატფორმა - ეს არის ინდივიდუალური ონლაინ სივრცე, სადაც დიაგნოსტიკური ალგორითმის  გამოყენებით იდენტიფიცირდება მოსწავლის  ძლიერი და სუსტი მხარეები.

პლატფორმა ყველა მოსწავლეს, ინტერაქციულ რეჟიმში მისცემს შესაძლებლობას განავითაროს საკუთარი თავი, უკეთ მოემზადოს სკოლის გაკვეთილებისთვის, სასკოლო საკონტროლო წერისთვის და ოლიმპიადებისთვის 3 საგანში (ინგლისური ენა; ქართული ენა; მათემატიკა)

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ პლატფორმა თამაშის, .გეიმიფიკაციისელემენტებითაა შექმნილი, რაც თითოეული მოსწავლის განვითარების პროცესს მეტ ხალისსა და მრავალფეროვნებას შესძენს!

 

 

2. ოლიმპიდები -  რომელიც ინგლისურ ენაში, ქართულ ენასა და მათემატიკაში კვლავ რეკორდული მასშტაბებით  საქართველოს 37 ქალაქში ჩატარდება. პროგრამის ფარგლებში საგნობრივი ოლიმპიადები შემოდგომისა და გაზაფხულის სეზონებს მოიცავს.

 

 

3. ელექტრონული წიგნები - რომელიც მოსწავლეების ცოდნას მრავალფეროვანი პრაქტიკული ამოცანებითა და სავარჯიშოებით გაამყარებს. ელექტრონული სახელძღვანელოები დაეხმარება მოსწავლეებს უკეთ მოემზადონ კინგსის სასწავლო პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილისთვის - საოლიმპიადე აქტივობებისთვის!

 

 

პროგრამაში ჩართული მოსწავლე სარგებლობს სამივე ჩამოთვლილი კომპონენტით.

 

პროგრამის საფასური მოიცავს თითოეული კომპონენტის საფასურს.

 

სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაცია

სასწავლო პაკეტები