პედაგოგებს

პოლონეთის მაგალითის ქართულ რეალობაზე მორგებით ყველაზე აქტიური, კინგსელი პედაგოგებისთვის შეიქმნა ონლაინ პორტალი, სადაც 12 000 საგნობრივი, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შედგენილი ტესტური დავალებაა თავმოყრილი. პორტალი სამი საგნის, ქართულ ენის, მათემატიკისა და ინგლისური ენის მასწავლებლებს აერთიანებს.

 

კინგსელი პედაგოგის ონლაინ პორტალი სასკოლო და ინდივიდუალური ხაზისგან შედგება და პედაგოგს მრავალმხრივ მხარდაჭერას სთავაზობს:

 

.  სემესტრის 15 სასწავლო კვირის განმავლობაში ყოველკვირეულად მიიღებენ საგაკვეთილო თემატიკის შესაბამის ტესტურ დავალებებს;

.  საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, მსგავი ტიპის ონლაინ სივრცეები პედაგოგის დროსა და რესურსს დაახლოებით 50%-ით ზოგავს, .  რაც მათ დაეხმარება მეტი ეფექტურობით აკეთონ საქმე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია;

.  პროგრამის ინდივიდუალური ხაზი პედაგოგს დაეხმარება საჭიროებების მიხედვით მიუდგეს კონკრეტულ მოსწავლეს, განუვითაროს ის საგნობრივი მიმართულებები, რომლებშიც მისი ცოდნა ნაკლებად მყარია;

.  მასწავლებელს ექნება შესაძლებლობა საგაკვეთილო პროცესში დანერგოს ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ). შეძლებს სიახლეები შეიტანოს მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებაში, აზიაროს განათლების მიღების ინოვაციურ მეთოდებს და მათი ყოველდღიური განვითარების პროცესი მეტი ეფექტურობით წარმართოს;

 

ონლაინ პორტალი ყველაზე აქტიური და გამორჩეული კინგსელი პედაგოგების მხარდასაჭერად შეიქმნა და ამ ეტაპზე 5 000 მასწავლებელს აერთიანებს.

 

პედაგოგების პროექტში ჩასართავად ეწვიეთ ვებგვერდს www.pedagogi.kings.ge