გამარჯვებულთა პრიზები
20 სამშ დეკემბერი

გამარჯვებულთა პრიზები

კინგსის 2016 წლის  შემოდგომის სეზონი  8 იანვარს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დასრულდება.  2016  წლის შემოდგომის სეზონის ინგლისური ენის ,მათემატიკისა და ქართული ენის ოლიმპიადების დაჯილდოების ცერემონიალს პროექტის წარმდგენი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს. (მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძისგამზ #32 ). დაჯილდოების ცერემონიაზე უნდა გამოცხადდნენ მხოლოდ ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები, რომლებიც რეიტინგულ სიის მიხედვით მოხვდნენ თითოეული კლასის (ასაკობრივი ჯგუფის) საუკეთესო შვიდეულში . დაჯილდოებაზე უნდა გამოცხადდნენ ის მონაწილეები, რომელთაც კინგსის წარმომადგენლები პირადად დაუკავშირდებიან.

 

ოლიმპიადის გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდებიან შემდეგი პრიზებით:

 

< თითოეული ოლიმპიადის საუკეთესო შვიდეულს (რეიტინგული სიის მიხედვით გამოვლენილი გარჯვებულები) გადაეცემათ საგზური შემეცნებით-დასასვენებელ ტურზე სასტუმრო-კომპლექს ,,წყალტუბო სპა რიზორთში“ (Tskaltubo Spa Resort).

 

< თითოეული ოლიმპიადის საუკეთესო შვიდეულს კინგსის პარტნიორი ,,ბიზნეს-აკადემია“ საჩუქრად გადასცემს ინგლისური ენის შემსწავლელი კურსის 50 %-იან ფასდაკლების ვაუჩერს.

 

< თითოეული ოლიმპიადის პირველადგილოსან საუკეთესო კინგსელს საჩუქრად გადაეცემა პლანშეტები.

 

< თითოეული საგნის ოლიმპიადიდან გამოვლინდება 1 საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე კინგსელი, რომელიც HP-ის წარმომადგენლობა საქართველოსგან  საჩუქრად  მიიღებს ლეპტოპს. (გამარჯვებულები გამოვლინდებიან სკალირებული ქულების მიხედვით, ჯამში გამოვლინდება 3 გამარჯვებული)

 

< ინგლისური ენის ოლიმპიადის თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში მეორე და მესამე ადგილზე გასულ კონკურსანტებს კინგსის პარტნიორი ,,ბიზნეს-აკადემია“ ინგლისური ენის შემსწავლელი კურსის 100% ვაუჩერს გადასცემს

 

 

ინგლისური ენისა და ქართული ენის ოლიმპიადის მონაწილეები, რომელთაც ოლიმპიადის ფინალურ ტურზე დააგროვეს 61 ქულიდან 80 ქულის ჩათვლით III ხარისხის დიპლომს მიიღებენ, 81-დან 90 ქულის ჩათვლით-II ხარისხის დიპლომს, ხოლო მონაწილეები, რომელთაც ფინალურ ეტაპზე დააგროვეს  91-დან ზემოთ ქულები, პირველი ხარისხის დიპლომს მიიღებენ.

 

ფინალური ტურის მონაწილე კინგსელებს, რომელთაც 60 ქულა ან ნაკლები დააგროვეს გადაეცემათ სერტიფიკატი, ოლიმპიადაში  წარმატებული ასპარეზობისათვის.

 

მათემატიკის ოლიმპიადის ფინალური ტურის მონაწილე კინგსელებს, რომელთაც დააგროვეს 20-30 ქულა მიიღებენ III ხარისხის დიპლომს, 35-40- II ხარისხის დიპლომს, ხოლო 45 და 50 ქულის მქონე კონკურსანტებს პირველი ხარისხის დიპლომი გადააცემათ. მონაწილეები, რომელთაც 20 ქულაზე ნაკლები დააგროვეს, მიიღებენ სერთიფიკატს ოლიმპიადაში წარმატებული ასპარეზობისთვის.

 

დიპლომები და სერთიფიკატები მონაწილეებს გადაეცემათ სკოლებში თებერვლის თვის ბოლოს.

 

კინგსი ყველა მონაწილეს უსურვებს წარმატებას!