ვუნდერკინგსის ტესტების მიმოხილვა
22 ხუთშ დეკემბერი

ვუნდერკინგსის ტესტების მიმოხილვა

ვუნდერკინგსის შესარჩევი ტური 16 ოქტომბერს, 13 და 20  ნოემბერს ჩატარდა ინგლისური ენის, ქართული ენის და მათემატიკის ოლიმპიადებთან ერთად ჩატარდა.

ყველა კინგსელს, ვულოცავთ შესარჩევი ტურის წარმატებით გადალახვას და ფინალურ ტურში გადასვლას.

ვუნდერკინგსის დახურული ფინალური ტური 25 დეკემებრს ჩატარდება, სადაც მხოლოდ ფინალისტებს შეეძლებათ მონაწილეობა.

 

 

 ტესტში მოცემულია ხუთი,ერთმანეთისგან განსხვავებული დავალება:

 

  • ანალოგიები

 

ამ კატეგორიაში ორი შეკითხვაა გაერთიანებული. თითოეულ მათგანში მოცემულია ორი სიტყვა(საწყისი წყვილი), რომელთა მნიშვნელობას შორის არსებობს გარკვეული მიმართება. შენი მიზანია აღმოაჩინო მათ შორის ლოგიკური კავშირი და

 

ა) იპოვო ანალოგიური(ანუ მსგავსი მიმართების მქონე) სიტყვათა წყვილი ჩამოთვლილი პასუხებიდან

 

ან

 

ბ) მოცემულ სიტყვას  შეუსაბამო სავარაუდო პასუხებიდან  ერთ-ერთი ვარიანტი ისე, რომ სიტყვათა მნიშვნელობებს შორის მიმართება საწყის წყვილში არსებული მიმართების მსგავსი (ანალოგიური) იყოს.

 

ანალოგიები მოსწავლეებს კრიტიკულ აზროვნებას აჩვევს. იმისთვის, რომ დავალებას წარმატებით გაართვა თავი,აუცილებელია,მოცემულ სიტყვებს შორის იპოვო სწორი კავშირი.

 

  • წინადადებების შევსება

 

ამ  დავალებაში მოცემულია წინადადებები, რომლებშიც რამდენიმე სიტყვაა გამოტოვებული. გამოტოვებული სიტყვები ხაზებითაა აღნიშნული და შენი ამოცანაა, შეავსო ისინი ერთი ან რამოდენიმე სიტყვით, რომელთა მეშვეობით დასრულებულ წინადადებას მიიღებ.

 

სავარაუდო პასუხების ყოველ ვარიანტში მოცემულია სიტყვები, რომლებიც ერთმანეთისგან დახრილი ხაზებითაა (/) გამოყოფილი. ჩამოთვლილი პასუხებიდან უნდა აარჩიო ის, რომლის თითოეული ნაწილის(დახრილ ხაზებს შორის მოქცეული სიტყვა ან სიტყვები) თანმიმდევრულად ჩასმა, შესაბამის,გამოტოვებულ ადგილებში, აზრობრივად გამართულ წინადადებას მოგვცემს.

 

წინადადებების შევსება მოსწავლეს ეხმარება სწორი სიტყვათა წყობის სწავლასა და მეტყველების დახვეწაში.

 

 

  • ლოგიკა

 

ტესტის ამ ნაწილში დიდი დაკვირვება გმართებთ. აუცილებელია,განსაკუთრებული ყურადღებით წაიკითხოთ შეკითხვა , არ დაიბნეთ და სწორად გასცეთ პასუხი პირობიდან გამომდინარე.

ეს კატეგორია მოსწავლეს ლოგიკურ აზროვნებას უმოწმებს და უვითარებს. საჭიროა მოცემული ფაქტების თავმოყრა და მათგან გამომდინარე ლოგიკური დასკვნების გაკეთება,რაც მოზარდს დაეხმარება გამოიმუშავოს მსჯელობის უნარი.

 

  • IQ-ს ელემენტები - გამოავლინე შენი ინტელექტუალური შესაძლებლობები

 

აქ თქვენი აღქმისა და წარმოსახვის უნარი უნდა მოიშველიოთ.

 

 ტერმინი IQ (Intelligence Quotient) გერმანელი მეცნიერის მიერ დამკვიდრდა და ადამიანის გონებრივი და ქრონოლოგიური ასაკების ფარდობას ასახავს.ამ კატეგორიის სავარჯიშოების ხშირი კეთება კი მაღალი IQ-სკენ მიმავალი გზაა.

 

 

  • მათემატიკური აზროვნება

 

ტესტის ბოლო,მეხუთე ნაწილი 2 ტიპის დავალებას მოიცავს:

 

ა) რაოდენობრივი შედარება

 

ბ) ტექსტური ამოცანები

 

რაოდენობრივი შედარება ორი რიცხვის შედარებას გულისხმობს, რომელთაც A და B სიმბოლოებით აღვნიშნავთ. თუ A-თი აღნიშნული რიცხვი მეტია B-თი აღნიშნულ რიცხვზე, სავარაუდო პასუხებში უნდა აირჩიოთ “ა”. თუ B-თი აღნიშნული რიცხვი მეტია A-თი აღნიშნულ რიცხვზე, პასუხებში აირჩევთ “ბ”-ს. ხოლო თუ ეს რიცხვები ერთმანეთის ტოლია, აირჩიეთ “გ”.

 

ტექსტური ამოცანები ჩვეულებრივი მათემატიკური ამოცანებია, რომელიც არ მოითხოვს მათემატიკის სიღრმისეულ ცოდნას. აქ მთავარია კარგად გაიაზროთ ამოცანის პირობა და დასმული შეკითხვა, რაც ამოხსნას ბევრად გაგიმარტივებთ.

 

მათემატიკური აზროვნება ყველა პროფესიის ადამიანს ეხმარება კარგად და დროულად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა.

ასეთი ტექსტების ხშირად დამუშავება კი მოსწავლის მათემატიკური ნიჭის გამოვლენის  და განვითარების საშუალებას მისცემს.

გისურვებთ წარმატებებს !