ვუნდერკინგსის გამარჯვებულების პრიზები
22ThuDecember

ვუნდერკინგსის გამარჯვებულების პრიზები

ვუნდერკინგსის დასკვნითი- ფინალური ეტაპის შედეგად თითოეული ასაკობრივ ჯგუფში 7 საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე გამოვლინდება (გამარჯვებულები გამოვლინდებიან მხოლოდ ფინალური ტურის შედეგები მიხედვით). პროექტის ფარგლებში 77 წარმატებული კონკურსანტი დაჯილდოვდება შესაბამისი პრიზებით.

  • პროექტის წარმდგენი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თითოეული კლასის საუკეთესო შვიდეულს  შემეცნებით-დასასვენებელი  ტურის ფარგლებში დედოფლისწყაროს ბანაკში უმასპინძლებს.

 

  • პირველ ადგილზე გასული კინგსელები, საუკეთესო ,,ვუნდერკინგსელები“ საგზურთან ერთად დამატებით პრიზებს მიიღებენ.

 

ვუნდერკინგსის ოლიმპიადის მონაწილეები, ფინალურ ტურზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით მიიღებენ შესაბამისი სტატუსის მქონე დიპლომებს.

 

დაჯილდოების  ცერემონიასთან  დაკავშირებული ინფორმაცია გამოქვეყნდება 10 იანვარს.

 

დიპლომები  მონაწილეებს გადაეცემათ სკოლებში თებერვლის თვის ბოლოს.

 

გისურვებთ წარმატებას!