წესები

 

ზოგადი დებულება ოლიმპიადის შესახებ

ოლიმპიადის ზოგადი დებულება განსაზღვრავს შპს „კინგსი საქართველოს“ (შემდგომში კინგსი) ოლიმპიადების ჩატარების წესსა და პირობებს, აგრეთვე ოლიმპიადების მეთოდოლოგიური და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის საკითხებს.

 

მუხლი 1. ოლიმპიადის მიზნები

1.1. ოლიმპიადის მიზანია:

ა) სასწავლო პროცესის სტიმულირება – სრულყოფა, სწავლისადმი ინტერესების გაღვივება;

ბ) სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება;

გ) ბავშვებში ლოგიკური აზროვნებისა და ანალიზის უნარის განვითარება

დ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა.

2.1. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად კინგსი უზრუნველყოფს:

ა) ტესტის შეფასების ობიექტური და უნიფიცირებული მეთოდების შემუშავებას;

ბ) ტესტირების ადმინისტრირებას;

გ) შედეგების მეთოდოლოგიურ და პროგრამულ გასწორებას.

დ) გამარჯვებული მოსწავლეები გამოვლენას და დაჯილდოებას

 

მუხლი 2. ოლიმპიადის ჩატარება

2.1. ოლიმპიადის ჩატარებას კოორდინაციას უწევს შპს ,,კინგსი საქართველო“, რომელიც:

ა) უზრუნველყოფს მოსწავლეების ინფორმირებასა და ოლიმპიადის მონაწილეების რეგისტრაციას;
ბ) ატარებს ოლიმპიადის ტურებს ამ დოკუმენტის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
გ) ამ წესის შესაბამისად, აქვეყნებს მონაწილეთა რეიტინგულ სიას კონკრეტული კლასების მიხედვით ყოველი ოლიმპიადის ფინალური ტურის დასრულების შემდგომ;
დ) ოლიმპიადის მონაწილეთა ნაშრომებს ინახავს 1 თვის განმავლობაში;
ე) მონაწილის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს მას საკუთარ ნაშრომს;
ვ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ოლიმპიადის ჩატარებას.

2.2. ოლიმპიადის ჩატარების დრო

ა) კინგსის მიერ ორგანიზებული მათემატიკის, ქართულისა და ინგლისური ენის ოლიმპიადები ტარდება წელიწადში ორჯერ, შემოდგომისა და გაზაფხულის სეზონზე.

ბ) ოლიმპიადის პირველი (ძირითადი), მეორე და მესამე ტურის განრიგი (საათი), რომელიც ოლიმპიადის პირველ ტურამდე ერთი კვირით ადრე გამოქვეყნდება,  უცვლელია.

 

მუხლი 3. ოლიმპიადის ჩატარების სტრუქტურა

3.1.ოლიმპიადა მოიცავს სამ ტურს:

ა) პირველი ტური;

ბ) მეორე ტური;

გ) მესამე ტური (ფინალი).

3.2 ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან ოლიმპიადის ის მონაწილეები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიადის მეორე ტურში;

3.3. მეორე ტურის შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან ოლიმპიადის ის მონაწილეები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიადის მესამე ტურში;

3.4. მესამე ტურის შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან ოლიმპიადის გამარჯვებულები.

3.5. ოლიმპიადის ფინალური ტურის შედეგების გათვალისწინებით თუ არ მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა, დაინიშნება დამატებითი ტური.

 

მუხლი 4. ოლიმპიადის ჩატარების ფორმა

4.1. ოლიმპიადა ტარდება ტესტის მეშვეობით, რომელთა კონფიდენციალურობა დაცულია ტესტირების დაწყებამდე;

4.2. ოლიმპიადის ყოველ ტურზე ოლიმპიადის მონაწილის ტესტური ნაშრომი დაშიფრულია ინდივიდუალური სისტემით, რაც უზრუნველყოფს ოლიმპიადის მონაწილის კონფიდენციალურობას;

4.3. ტესტირება, ოლიმპიადის ტურების შესაბამისად სხვადასხვა ქალაქებში ტარდება ერთდროულად თითოეული კლასისთვის;

მუხლი 5. ოლიმპიადაში მონაწილეობა

5.1. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კერძო და საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XII კლასის მოსწავლეებს.
5.2. კინგსის მათემატიკის ოლიმპიადაზე მათემატიკური ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199-ე საჯარო სკოლა"კომაროვი", თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42-ე საჯარო სკოლა, ქუთაისის ანდრია რაზმაძის სახელობის ფიზიკა-მათემატიკისN41-ე საჯარო სკოლა(გარდა მესამე კლასიდან მეექსვე კლასის ჩათვლით) მოსწავლეებს ოლიმპიადაში მხოლოდ კონკურსგარეშე მონაწილეობის უფლება აქვთ.

5.3. რეგისტრაცია

5.3.1. ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად მოსწავლემ უნდა გაიაროს სპეციალური ონლაინ რეგისტრაცია კინგსის ვებ-გვერდზე: www.kings.ge;

5.3.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაცია მიმდინარეობს წინასწარ დაანონსებულ ვადებში.

5.3.3. ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა;

5.3.4. ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის მიღება ფასიანია და საფასური შეადგენს 18 ლარს;

5.3.5. ოლიმპიადის მესამე ტურში (ფინალში) მონაწილეობის მიღება უფასოა;

 

მუხლი 6. ოლიმპიადის ტურები და მათი ჩატარება

თითოეული ოლიმპიადის თითოეული ტურის ჩატარების განრიგი საჯარო ხდება ვებ-გვერდის www.kings.ge_ს საშუალებით. ჩატარების ადგილებთან და განრიგთან დაკავშირებით ინფორმაცია ქვეყნდება ვებ-გვერდზე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე კონკრეტული ოლიმპიადის კონკრეტული ტურის ჩატარებამდე.

6.1 ოლიმპიადის პირველი ტური

1. ოლიმპიადის პირველი ტურის ტესტების გასწორების შემდგომ ინდივიდუალური შედეგების გამოქვეყნდების შედეგად გამოვლინდებიან ოლიმპიადის მეორე ტურში გადასული მონაწილეები

2. მონაწილეთა ინდივიდუალური შედეგები კინგსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარდებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში

3. ოლიმპიადის პირველი ტურის საფუძველზე გამოვლინდებიან ოლიმპიადის ის მონაწილეები, რომლებიც მოიპოვებენ უფლებას მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადის მეორე ტურში. ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს ოლიმპიადის იმ მონაწილეს, რომელმაც ოლიმპიადის პირველ ტურში დააგროვა შესაბამისი ქულა, რომელიც მოცემულია კონკრეტული ოლიმპიადის შიდა წესდებით.

6.2. ოლიმპიადის მეორე ტური

1. ოლიმპიადის მეორე ტურში დაშვებულნი იქნებიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთაც მოიპოვეს მეორე ტურში მონაწილეობის უფლება და დადგენილ ვადებში გადაიხადეს ოლიმპიადაში მონაწილეობის საფასური;

2. ოლიმპიადაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 18 ლარს;

3. ოლიმპიადის საფასურის გადახდა ხდება საბანკო გადარიცხვით, კინგსის ვებ-გვერდის, Pay Box-ისა და Express Pay-ის სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

4. ოლიმპიადის მეორე ტურის გამარჯვებულია ოლიმპიადის ის მონაწილე, რომელიც მიიღებს შესაბამის ქულას, რომელიც მოცემულია კონკრეტული ოლიმპიადის შიდა წესდებით.

5. ოლიმპიადის ფინალურ ტურში გადასულ მოსწავლეთა ინდივიდუალური შედეგები გამოქვეყნდება ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.kings.ge, მეორე ტურის ჩატარდებიდან 5 სამუშაო დღის შემდეგ.

6.2 ოლიმპიადის მესამე ტური

1.ოლიმპიადის მესამე ტურში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ოლიმპიადის  ყველა იმ მონაწილეს, რომელიც გადალახავს მეორე ტურისთვის დაწესებულ ზღვარს;

2. ოლიმპიადის ფინალური ტურის შედეგად გამოვლინდებიან ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები ოლიმპიადის ჩატარებიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.

3. ოლიმპიადის ფინალური ტურის დასრულების და სააპელაციო განაცხადების განხილვის შემდეგ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება მონაწილეთა რეიტინგული სია.

4. სააპელაციო განაცხადების მიღება კინგსის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე გრძელდება ინდივიდუალური შედეგების გამოქვეყნდებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

5. თუ რეიტინგული სიის შედგენის დროს პირველ შვიდ მონაწილეს ან მეტს თანაბარი ქულები უფიქსირდებათ, მაშინ რეიტინგული სიის შედგენის დროსგათვალისწინებული იქნება მონაწილეთა მიერ მეორე ტურში აღებული ქულები;

6. თუ მეორე ტურის შედეგების გადახედვით და გათვალისწინების შემდეგ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ოლიმპიადის მონაწილეებს თანაბარი ქულები აქვთ, რეიტინგული სიის შექმნის მიზნით, გათვალისწინებული იქნება თანაბარი ქულების მქონე ოლიმპიადის მონაწილეების პირველ ტურში მიღებული ქულები;

7. თუ ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგების გადახედვის დროს, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ მონაწილეებს დაუფიქსირდებათ თანაბარი ქულები, გამარჯვებულთა გამოვლენის მიზნით დაინიშნება დამატებითი ტური.

 

მუხლი 7. ტესტირება

1. ტესტირების მიმდინარეობა

1.1 ოლიმპიადის თითოეული ტურის ხანგრძლლივობაა 60 წუთი;

1.2. თითოეულ ტურზე ოლიმპიადის მონაწილე უნდა გამოცხადდეს ტესტირების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე;

1.3. ტესტირებაზე დაგვიანებული მონაწილე ოლიმპიადაზე დაიშვება კონკურსგარეშე.

1.4. ის მონაწილე, რომელიც ტესტირებაზე გამოცხადდება 15 წუთით ან მეტი დაგვიანების შემთხვევაში ტესტირებაზე არ დაიშვება.

2. ოლიმპიადის მონაწილის მოვალეობები

2.1. ოლიმპიადის მონაწილე ვალდებულია:

ა) ოლიმპიადაზე გამოცხადდეს მისთვის განკუთვნილ დროს.

ბ) დაიცვას წესდება, კეთილსინდისიერად იმუშავოს ტესტზე.

გ) შეასრულოს ამ წესით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანი და ოლიმპიადის პროცესის მონაწილის ცალკეული მითითებანი.

2.2 ტესტირების მსვლელობისას ოლიმპიადის მონაწილეს ეკრძალება:

ა) მობილური ტელეფონის, ან სხვა ელექტრონული აპარატურის გამოყენება;

ბ) ტესტირებაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება;

გ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა ოლიმპიადის მონაწილისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა, თუ ამან არსებითადხელი შეუშლა ტესტირების მიმდინარეობას;

დ) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად.

2.3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ოლიმპიადის მონაწილეს მიეცემა გაფრთხილება. გაფრთხილებისგარეშე ოლიმპიადის მონაწილის ტესტირებიდან მოხსნა შესაძლებელია წესრიგის უხეში დარღვევის, ტესტირების პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფისან სხვა მსგავს შემთხვევაში.

2.4. ამ მუხლის მე-2 პუქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ან საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში:

ა) კინგსის ადმინისტრაცია უფლებამოსილია განახორციელოს ყველა ის ღონისძიება რომელიც მიმართული იქნება აღნიშნული ფაქტის აღკვეთისკენ.

 

მუხლი 8. ტესტირების პროცესის კონტროლი და მეთვალყურეობა

8.1. ტესტირების მიმდინარეობისას დაშვებულია მხოლოდ შემდეგი პირების ყოფნა:

ა) პირები, რომელთაც აქვთ კინგსის მიერ გაცემული სპეციალური დოკუმენტი;

ბ) მეთვალყურე;

გ) კოორდინატორი

დ) ორგანიზატორი

ე) რეგისტრატორი;

ვ) პასუხისმგებელი პირი;

ზ) ექიმი;

თ) საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური პერსონალი.

8.2. ოლიმპიადის ტესტირების მიმდინარეობისას დაუშვებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საგნის სპეციალისტის (მასწავლებელი,დირექტორი, დირექტორის მოადგილე და სხვა), მონაწილეთა მშობლების ყოფნა;

8.3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს ეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით ოლიმპიადის მონაწილის დახმარება ან მათი მუშაობისთვისხელის შეშლა.

ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეების გამოვლენა და დაჯილდოება

 

მოცემული დებულება განსაზღვრავს თითოეული ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეების გამოვლენას თითოეული კლასის მიხედვით.


მუხლი 1. გამარჯვებულ მოსწავლეთა რაოდენობა

თითოეულ ოლმპიადაზე შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდება 77 მოსწავლე. თითოეული კლასიდან გამოვლინდება 7 საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე.

 

მუხლი 2. გამარჯვებულ მოსწავლეთა გამოვლენის წესი

2.1 გამარჯვებული მოსწავლეები გამოვლინდებიან ფინალური ტურის შედეგების გათვალისწინებით. გაიმარჯვებენ თითოეული ასაკობრივი ჯგუფის 7 საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილეები.

2.2 თუ ოლიმპიადის ფინალურ ტურში გამარჯვებული მოსწაბლეების გამოვლენის დროს მოხდა ქულათა შორის თანხვედრა და ვერ გამოიკვეთა 7 საუკეთესო მონაწილე:

გადაიხედება ამ მონაწილეთა მეორე ტურის შედეგები. გაიმარჯვებს ის მონაწილე, რომელსაც ექნება უფრო მაღალი შეფასება მეორე ტურში, ხოლო ამ ტურშიცერთნარი ქულების არსებობის შემთხვევაში გადაიხედება პირველი ტურის ნამუშევრები. პირველ ტურშიც ქულათა თანხვედრის შემთხვევაში მონაწილეებსდაენიშნებათ დამატებითი ტური.

2.3 დამატებითი ტურის შედეგები განსაზღვრავს გამარჯვებულ მონაწილეთა ვინაობას.

 

მუხლი 3. სკალირებული ქულა

სკალირებული ქულის განსაზღვრა  გამოიყენება ოლიმპიადის საუკეთესო მონაწილის  გამოსავლენად. სკალირების დროს: პირველ ეტაპზე განისაზღვრება ტესტის სირთულე თითოეული კლასის საშუალო მაჩვენებლის დათვლის საფუძველზე. შემდგომ ითვლება თითოეულ კლასში დაფიქსირებულ უმაღლეს ქულასა და საშუალო მაჩვენებლის პროცენტული სხვაობა. დაფიქსირებული პროცენტული სხვაობა ეს არის მოსწავლის სკალირებული ქულა, ხოლო საუკეთესო მონაწილის ტიტულის მფლობელი მონაწილე არის ის კონკურსანტი, რომელსაც გამოუვა ყველაზე მაღალი სკალირებული ქულა.

 

მუხლი 4. ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები

4.1 ოლიმპიადის პირველი ადგილის მფლობელია (გამარჯვებულია) ოლიმპიადის ის მონაწილე, რომელიც მოხვდა შესაბამისი კლასის რეიტინგული სიისპირველ ადგილზე;

4.2 ო ლ იმპიად ის თ ით ო ეუ ლ ი კლასის საუკეთესო შვიდეულის წარმომდაგენლები არიან ის მოსწავლეები, რომლებიც მოხვდენ რეიტინგული სიის პირველ შვიდ ადგილზე.

4.3 ოლიმპიადის რეგიონის გამარჯვებულები (დიპლომანტები) არიან ოლიმპიადის ის მონაწილეები, რომლებიც მესამე ტურში ნაჩვენები შედეგებით მოხვდნენთითოეული რეგიონში თითოეული კლასის რეიტინგული სიის პირველ ადგილზე;

4.4 ოლიმპიადის გამარჯვებულები (სერტიფიკატის მფლობელები) არიან ოლიმპიადის ის მონაწილეები, რომლებმაც მიიღეს ფინალურ ტურში მონაწილეობა.

4.5. ოლიმპიადის გამარჯვებულები (დიპლომანტები) არიან ის მონაწილეები, რომლებიც ფინალურ ტურში დააგროვებენ შესაბამისი ხარისხის დიპლომის მიღებისთვის საჭირო ქულას.

4.6 ოლიმპიადის გამარჯვებულთა პირველადი სია კინგსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება ოლიმპიადის მესამე ტურის ჩატარდებიდან 21 კალენდარული დღის განმავლობაში.

 

მუხლი 5. გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება

ყოველი სეზონის დასრულების შემდგომ კინგსი ორგანიზებას უწევს დაჯილდოების ცერემონიას.

5.1 დაჯილდოების ცერემონიის ადგილი

ცერემონიის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაცია კინგსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ცერემონიის დანიშვნამდე 7 კალენდარული დღის განმავლობაში.

5.2 დაჯილდოების ცერემონიას დაესწრებიან საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები, თითოეული კლასის საუკეთესო შვიდეულები, და მათი მშობლები, რომელთაც პერსონალურად დაუკავშირდებიან კინგსის წარმომადგენლები.

 

მუხლი 6. სერტიფიკატები და დიპლომები

6.1.ფინალური ტურის მონაწილე ყველა მოსწავლე დაჯილდოვდება სერტიფიკატით ან შესაბამისი ხარისხის დიპლომით. დიპლომების ხარისხობრივი გადანაწილება ხდება ოლიმპიადის შიდა წესდების მიხედვით

6.2. ოლიმპიადის ყველა მონაწილე კუთვნილ სერტიფიკატს თუ დიპლომს მიიღებს სკოლაში შემდეგი სასწავლო სემესტრის დასაწყისში.

დებულება დამატებითი ტურის დანიშვნის შესახებ

 

მოცემული დებულება განსაზღვრავს თითოეული ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეების გამოვლენას თითოეული კლასის მიხედვით.


მუხლი 1. გამარჯვებულ მოსწავლეთა რაოდენობა

თითოეულ ოლმპიადაზე შესაბამისი პრიზებით დაჯილდოვდება 77 მოსწავლე. თითოეული კლასიდან გამოვლინდება 7 საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილე.

 

მუხლი 2. გამარჯვებულ მოსწავლეთა გამოვლენის წესი

2.1 გამარჯვებული მოსწავლეები გამოვლინდებიან ფინალური ტურის შედეგების გათვალისწინებით. გაიმარჯვებენ თითოეული ასაკობრივი ჯგუფის 7 საუკეთესო შედეგის მქონე მონაწილეები.

2.2 თუ ოლიმპიადის ფინალურ ტურში გამარჯვებული მოსწაბლეების გამოვლენის დროს მოხდა ქულათა შორის თანხვედრა და ვერ გამოიკვეთა 7საუკეთესო მონაწილე:

გადაიხედება ამ მონაწილეთა მეორე ტურის შედეგები. გაიმარჯვებს ის მონაწილე, რომელსაც ექნება უფრო მაღალი შეფასება მეორე ტურში, ხოლო ამ ტურშიცერთნარი ქულების არსებობის შემთხვევაში გადაიხედება პირველი ტურის ნამუშევრები. პირველ ტურშიც ქულათა თანხვედრის შემთხვევაში მონაწილეებს დაენიშნებათ დამატებითი ტური.

2.3 დამატებითი ტურის შედეგები განსაზღვრავს გამარჯვებულ მონაწილეთა ვინაობას.

 

მუხლი 3. ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები

3.1 ოლიმპიადის პირველი ადგილის მფლობელია (გამარჯვებულია) ოლიმპიადის ის მონაწილე, რომელიც მოხვდა შესაბამისი კლასის რეიტინგული სიისპირველ ადგილზე;

3.2 ო ლ იმპიად ის თ ით ო ეუ ლ ი კლასის საუკეთესო შვიდეულის წარმომდაგენლები არიან ის მოსწავლეები, რომლებიც მოხვდენ რეიტინგული სიის პირველ შვიდ ადგილზე.

3.4 ოლიმპიადის რეგიონის გამარჯვებულები (დიპლომანტები) არიან ოლიმპიადის ის მონაწილეები, რომლებიც მესამე ტურში ნაჩვენები შედეგებით მოხვდნენთითოეული რეგიონის თითოეული კლასის რეიტინგული სიის პირველ ადგილზე;

3.5 ოლიმპიადის გამარჯვებულები (სერტიფიკატის მფლობელები) არიან ოლიმპიადის ის მონაწილეები, რომლებმაც მიიღეს ფინალურ ტურში მონაწილეობა.

3.6. ოლიმპიადის გამარჯვებულები (დიპლომანტები) არიან ის მონაწილეები, რომლებიც ფინალურ ტურში დააგროვებენ შესაბამისი ხარისხის დიპლომის მიღებისთვის საჭირო ქულას.

3.7 ოლიმპიადის გამარჯვებულთა პირველადი სია კინგსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ქვეყნდება ოლიმპიადის მესამე ტურის ჩატარდებიდან 21 კალენდარული დღის განმავლობაში

 

მუხლი 4. გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება

ყოველი სეზონის დასრულების შემდგომ კინგსი ორგანიზებას უწევს დაჯილდოების ცერემონიას.

3.1 დაჯილდოების ცერემონიის ადგილი

ცერემონიის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ ინფორმაცია კინგსის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება ცერემონიის დანიშვნამდე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

3.2 დაჯილდოების ცერემონიას დაესწრებიან საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები, თითოეული კლასის საუკეთესო შვიდეულები, და მათი მშობლები, რომელთაც პერსონალურად დაუკავშირდებიან კინგსის წარმომადგენლები.

 

მუხლი 4. სერტიფიკატები და დიპლომები

4.1.ფინალური ტურის მონაწილე ყველა მოსწავლე დაჯილდოვდება სერტიფიკატით ან შესაბამისი ხარისხის დიპლომით. დიპლომების ხარისხობრივი გადანაწილება ხდება ოლიმპიადის შიდა წესდების მიხედვით

4.2. ოლიმპიადის ყველა მონაწილე კუთვნილ სერტიფიკატს თუ დიპლომს მიიღებს სკოლაში შემდეგი სასწავლო სემესტრის დასაწყისში.

ტესტები და შედეგების გასაჩივრება

მუხლი 1. ტესტების მომზადება

1.1. ოლიმპიადის თითოეული ტურისთვის ტესტებს და შესაბამის შეფასების სქემებს შეიმუშავებს კინგსის მიერ შერჩეული ტესტების შემდგენელთან გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია შესაბამის საგანში საქართველოს წამყვანი სპეციალისტებით.

1.2. შედგენილი ტესტები გადამოწმდება სპეციალური კომისიის მიერ, რომელიც ასევე წამყვანი პედაგოგებით არის დაკომპლექტებული.

1.3. ტესტის მასალის 70%-ზე მეტი შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას, ხოლო დარჩენილი ნაწილი კი - შესაბამისი ასაკობრივი დონის კლასგარეშემასალას.

1.4. ოლიმპიადის ტესტი ცოდნის შემოწმებასთან ერთად ამოწმებს და ავითარებს მონაწილეების ლოგიკურ და ანალიტიკურ უნარ-ჩვევებს.

1.5. ოლიმპიადის თითოეული ტურისთვის შეირჩევა განსხვავებული სირთულის ტესტი კონკრეტული კლასის შესაბამისად.

1.6. ოლიმპიადის სამივე ტურის დავალება ტესტურია.

 

მუხლი 2. ოლიმპიადის ტესტების გასწორება

2.1 ოლიმპიადის თითოეული ტურის პასუხების ფურცელი სწორდება ელექტრონულად, სპეციალური პროგრამის მეშვეობით. ასევე, ელექტრონულად ხდება თითოეული ნამუშევრის შეფასება და ქულის განსაზღვრა.

2.2. ოლიმპიადის გასწორების დრო:
ა) პირველი ტურის ტესტები გასწორდება ოლიმპიადის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში;
ბ) მეორე ტურის ტესტები გასწორდება ოლიმპიადის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში
გ) მესამე ტურის ტესტები გასწორდება ოლიმპიადის დასრულებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში.

მუხლი 3. საპრეტენზიო განაცხადების განხილვა

3.1. ოლიმპიადის ყოველი ტურის შედეგების თაობაზე წარმოშობილი დავები განიხილება კინგსის მიერ შექმნილი ოლიმპიადის საპრეტენზიო განაცხადებისკომისიის მიერ;

3.2. ოლიმპიადის მონაწილეს უფლება აქვს ტესტის შეფასების თაობაზე წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი ოლიმპიადის შედეგების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს ტესტის იმ დავალების ნომერი, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია.

3.3 ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადი უნდა იყოს არგუმენტირებული, მასში მოცემული საკითხი უნდა იყოს კონკრეტული წყაროებით განმტკიცებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპრეტენზიო განაცხადი არ განიხილება.

3.4 საპრეტენზიო კომისია განიხილავს მხოლოდ ტესტის იმ დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში.საპრეტენზიო კომისია საპრეტენზიო განაცხადს განიხილავს განაცხადის შეტანიდან 3-5 დღის ვადაში;

3.5. საპრეტენზიო კომისია არ განიხილავს ტესტის იმ დავალების შეფასების სისწორეს, რომელშიც პასუხი არ არის დაფიქსირებული ან შემოხაზულია ორი ან მეტი ვარიანტი;

3.6. ოლიმპიადის მონაწილის საპრეტენზიო განაცხადი განიხილება მხოლოდ კინგსის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე (ინგლისური ენა: ENGLISHCLAIMS@KINGS.GE,  ქართული ენა:    GEORGIANCLAIMS@KINGS.GE,  მათემატიკა:        MATHCLAIMS@KINGS.GE,  ვუნდერკინგსი:   WUNDERCLAIMS@KINGS.GE) გამოგზავნის შემდეგ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადებში.

 

3.7. ოლიმპიადის საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები:

3.7.1 ელექტრონულ ფოსტაზე მიღებული საპრეტენზიო განაცხადები გადაეგზავნება სპეციალურ კომისიას, რომელიც განცხადების მიღების დასრულებიდან არაუგვიანეს 2-5 დღის განმავლობაში განიხილავენ საკითხს და მიიღებენ გადაწყვეტილებას.

3.7.2. საპრეტენზიო განაცხადის უარყოფის შემთხვევაში, მონაწილე მიიღებს არგუმენტირებულ ახსნას ელექტრონული სახით თუ რატომ არ დაკმაყოფილდა კომისიის მიერ კონკრეტული საკითხი.

3.7.3. საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში კონკრეტული საკითხის შესაბამისი ქულა დაემატება შესაბამისი კლასის ყველა მონაწილეს.