სუპერ თაობა

2020 წლის გაზაფხულის სეზონი - სუპერ შესაძლებლობებისთვისაა მიძღვნილი!

ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია თითოეული მონაწილის განვითარებაში წვლილის შეტანა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ასეც მოხდეს!

გაზაფხულის სეზონზე უამრავი სიახლე გვაქვს, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ უკვე არსებულ საოლიმპიადე საგნებს (ქართულ და ინგლისურ ენებს, მათემატიკასა და ინტელექტს) კიდევ 2 საგანი - ბუნება და ისტორია დაემატება, კინგსელების დიდი სურვილის გათვალისწინებით.

ინტელექტის ოლიმპიადა 2 ტურისგან შედგება - პირველი ტურის დავალებების შესრულება მონაწილეებს ქართული & ინგლისური ენების, მათემატიკის, ბუნებისა და ისტორიის ოლიმპიადების პირველ ტურზე  შეუძლიათ, ხოლო ფინალური ტური ფიზიკურ სივრცეში 7 ივნისს ჩატარდება.

ახალ სეზონზე, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, ექნებათ საშუალება გააგრძელონ ქულების დაგროვება, რომლებსაც წლის ბოლოს საჩუქრებში გადაცვლიან. ქულების დაგროვების სისტემაში ჯამში 50 000-მდე მოსწავლე და 2000-ზე მეტი პედაგოგი ჩაერთო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია და სეზონის ბოლომდე, კიდევ უფრო მეტ მონაწილეს ველოდებით! გვჯერა, რომ გაწეული შრომისთვის, არავინ უნდა დარჩეს საჩუქრის გარეშე. 

არ გაუშვათ შანსი ხელიდან, შემოუერთდით ჩვენს სუპერ თაობას, ერთად შევცვალოთ განათლების სისტემა უკეთესობისკენ და ერთად დავიპყროთ წარმატების მწვერვალები!

 

უამრავ წარმატებას გისურვებთ,

პატივისცემით,

‘კინგსის’ გუნდი.