სასაუბრო ინგლისური

კურსი მოსწავლეს დაეხმარება: 

  • პრაკტიკული და ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბებაში

  • მდიდარი და საჭირო ლექსიკური მარაგის ჩამოყალიბებაში

  • მრავალფეროვან და კრეატიულ აზროვნებაში

  • წერითი უნარების გაუმჯობესებაში

ინგლისური ენის შესწავლით:

  • მოსწავლე გახდება უფრო თავდაჯერებული, ფილმებს და ანიმაციებს თარგმანის გარეშე მარტივად გაიგებს და სუბტიტრებსაც სწრაფად აყვება. 

  • უცხოურ მუსიკასაც უფრო ხალისით და გაგებით ააყოლებს ხმას

  • მოიშლება საზღვრები და შეიძენს ბევრ უცხოელ მეგობარს

  • სკოლაში პრეზენტაციებს ინგლისურად გააკეთებს, უკეთ შეისწავლის უცხო ქვეყნის ისტორიას, დაინტერესდება მათი კულტურით

  • და უფრო მეტს გაიგებს იმ ქვეყნებზე, რომლებშიც, დიდი ალბათობით, მოგზაურობა სულ მალე მოუნდება

კურსში ინტეგრირებულია სასკოლო კურიკულუმი, თუმცა სწავლება არასტანდარტულია, რაც გულისხმობს მინიმალურ საშიანაო დავალებას, ბევრ ჯგუფურ აქტივობას, მოსასმენ დავალებებს, საინტერესო ტესტბანკს და თამაშ-თამაშით საკითხების შესწავლას. სწავლება ორგანიზებული დონეების მიხედვით.

კურსისთვის შერჩეულები არიან დარგის საუკეთესო სპეციალისტები, რომლებიც იქნებიან მოსწავლეების მეგობრებიც, გაიზიარებენ მათ ენთუზიაზმსა და კრეატიულობას.


კლასები: II, III, IV, V, VI
გაკვთილის ხანგრძლივობა: კვირაში 2-ჯერ. თითო გაკვეთილის ხანგრძლივობა 1,5 საათი.
ჩატარების ფორმატი:
Online
ფიზიკურ სივრცეში