წელს მიგყავთ შვილი სკოლაში? გაიგეთ რამდენად მზად ხართ


🚀 წერეთ უფასო ტესტი ამ ბმულზე: დამაწკაპუნე

🎒 30 000 ბავშვი საქართველოს მასშტაბით წელს სკოლაში მიდის. ეს მოვლენა, როგორც მომავალი მოსწავლის ასევე მისი მშობლისათვის ძალიან ამაღელვებელი და მნიშვნელოვანია.

ჩვენი შვილები ხომ სრულიად ახალ, შესაძლებლობებით სავსე სამყაროში აბიჯებენ.

სკოლასთან პირველი შეხვედრა და გაცნობისას დარჩენილი შთაბეჭდილება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არა მხოლოდ ადამიანებთან ურთიერთობას ეხება, არამედ ახალ გარემოში მოხვედრასაც. 

პირველი შეხვედრებით განისაზღვრება რა განწყობა-დამოკიდებულებები  ჩამოგვიყალიბდება, შეიძლება, წლობითაც კი და რამდენად მოტივირებულები ვიქნებით ამ გარემოში, რომ განვვითარდეთ, ამიტომ, ჩვენი აზრით, კარგი იქნება თუ წინასწარ შევაფასებთ რამდენად მზად ვართ ამ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის.

ჩვენ როგორც ყველაზე დიდი საგანმანათლებლო ორგანიზაცია კავკასიის რეგიონში ვისახავთ მიზნად, რომ  ჩვენი პატარებისათვის სასკოლო გარემო თავიდანვე მიმზიდველი და საინტერესო ჩანდეს, ვიდრე უცხო.

სწორედ ამიტომ, სკოლის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე გვსურს, ერთად, სრულიად უფასო ტესტით, შევამოწმოთ რამდენადაა მზად ბავშვი სკოლაში მისასვლელად და გამოვავლინოთ მისი ძლიერი მხარეები. ასევე, მივცეთ მშობლებს რეკომენდაცია, თუ რით დაკავდნენ ბავშვებთან ერთად, რომ მათი სასკოლო მზაობა გაზარდონ.

🚀 წერეთ უფასო ტესტი ამ ბმულზე: ბმული

რა მიზანს ემსახურება ტესტი? 

🟣 ამოწმებს სასკოლო მზაობას

🟣 ეხმარება მშობელს, შეარჩიოს მზაობის გასაზრდელად საჭირო, სახალისო, აქტივობები
🟣 ავლენს ჩვენი ბავშვის „სუპერძალებს“

⭐ გვჯერა, ამ გზით ყოველი ბავშვისათვის ის გარემო, სადაც დანარჩენი 12 წლის გატარება მოუწევს უფრო ნაცნობი და სანდო იქნება და, შედეგად, უკიდურესად მნიშვნელოვანი მეგობრობა შედგება. მეგობრობა სკოლასთან, რომელიც განათლების უპირველესი წყაროა.


🚀 წერეთ უფასო ტესტი ამ ბმულზე: დამაწკაპუნე