სიახლე! "სასკოლო რა? სად? როდის?"

2023 წლის გაზაფხულის სეზონზე კინგსი საქართველო ინტელექტ-კლუბ „რა? სად? როდის?“-თან ერთად ატარებს ინტელექტუალურ ჩემპიონატს („სასკოლო რა? სად? როდის?“), რომელშიც მონაწილეობის მიღება VII-XII კლასელ მოსწავლეებს შეგიძლიათ მთელი საქართველოს მასშტაბით.


მოსწავლეები რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე (გაითვალისწინეთ, გუნდს არეგისტრირებს კაპიტანი): რეგისტრაცია

მოგეხსენებათ, „რა? სად? როდის?“ ყველაზე ხანგრძლივი ინტელექტუალური პროექტია ქართულენოვან ტელე-სივრცეში და გვიხარია, რომ გვაქვს საშუალება, სკოლაშიც გადავინაცვლოთ.


პროექტის მიზნები


  • პროექტის მიზანია წაახალისოს სკოლის მოსწავლეთა ჩართულობა გუნდურ ინტელექტუალურ აქტივობებში;

  • განუვითაროს მოსწავლეებს კრიტიკულად აზროვნებისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარ-ჩვევები;

  • გამოავლინოს და წაახალისოს საქართველოს მასშტაბით ყველაზე გონებამახვილი ახალგაზრდა მოაზროვნეები;

  • ხელი შეუწყოს ქვეყანაში წიგნიერების დონის ზრდას

 

პროექტის დეტალური აღწერა


პროექტს 2 ეტაპიანი გუნდური შეჯიბრის სახე ექნება. საჭიროა 6 წევრისაგან შემდგარი გუნდის დაკომპლექტება, რომლის თითოეული წევრიც VII-XII კლასების მოსწავლეა.

გუნდის წევრები შესაძლოა როგორც ერთი და იმავე სკოლის მოსწავლეები იყვნენ, ასევე სხვადასხვა. 


პროექტის შესარჩევი ეტაპი 13 მაისს ჩატარდება.  


მოსწავლეები რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე: რეგისტრაცია

გაითვალისწინეთ, გუნდს არეგისტრირებს კაპიტანი


პროექტის წესები კარგად ნაცნობი სატელევიზიო “რა? სად? როდის?”-ის პრაქტიკულად ანალოგიური იქნება, ხოლო თამაშს სუპერლიგის მოთამაშეები გაუძღვებიან, ხოლო პროექტის ფინალურ ტურს - „ბატონი წამყვანი“: გიორგი მოსიძე.


პროექტში მონაწილეობის მიღება ფასიანია. საფასური: 25 ლარი ერთ მოსწავლეზე (აღნიშნულ თანხაში შედის ორივე ტური).


პროექტი ტარდება საქართველოს მასშტაბით და ერთმანეთს შეეჯიბრებიან რეგიონებისა (შიდა ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, ქვემო ქართლი, იმერეთი, კახეთი, გურია, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) და თბილისის გუნდები.


თითოეულ ლოკაციაზე რეიტინგის პრინციპით გამოვლინდება ხუთი გამარჯვებული გუნდი (მთელი ქვეყნის მასშტაბით 55 გუნდი), რომლებიც თბილისში ფინალურ ეტაპზე დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 


გისურვებთ წარმატებას!