გამარჯვებულთა ბანაკი!

კინგსის ბანაკი ახლოვდება!

ვინ გაემგაზვრება გამარჯვებულთა ბანაკში?

2019 წლის შემოდგომის სეზონის 87 000- მდე მონაწილეთა შორის, მხოლოდ I, II და III ხარისხის დიპლომების მქონე კინგსელებს ექნებათ შანსი, რათა ზამთრის არდადეგები განსაკუთრებულად გაატარონ.

გამარჯვებულთა ბანაკი, სწორედ ოლიმპიადების, ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სეზონების შემაჯამებელი მოვლენაა რჩეულ კინგსელებთან ერთად! 

ემოციებით სავსე ბანაკი! - ვიდეო1 , ვიდეო2

ბანაკი იქნება წლის ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ივენთი, რომელიც თავს მოუყრის ქართული ენის, ინგლისური ენის, მათემატიკისა და ინტელექტის ოლიმპიადის საუკეთესოთა შორის საუკეთესო შედეგების მქონე მონაწილეებს!

ერთ სივრცეში გაერთიანდებიან და ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ ქვეყნის ყველაზე წარმატებული მოსწავლეები.

ერთგული და გამოცდილი კინგსელი ლიდერები, რომლებიც განსაკუთრებული ზრუნვით გამოირჩევიან, იზრუნებენ ბანაკის მონაწილეებზე!

ბანაკი წელს 3 თემატურ ნაწილად იქნება დაყოფილი, საგნების მიხედვით: 

· ინგლისური ენის კომპონენტები;

· ქართული ლიტერატურის კომპონენტები;

· სახალისო მათემატიკა და ლოგიკა;

თითოეულ თემასთან დაკავშირებით, კინგსელებს ცნობილი სპიკერები ესაუბრებიან და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ყოველი დღე ერთმანეთზე უფრო ბედნიერი და მხიარული იქნება! 


შემოდგომის სეზონის გამარჯვებული კინგსელები ბაკურიანში, უმაღლესი კლასის სასტუმრო snow plaza-ში, იანვარში გაემგზავრებიან!

  • I ნაკადი:   8-11 ინავარი
  • II ნაკადი:  12-15  იანვარი
  • III ნაკადი:   16-19 იანვარი

I, II და III ხარისხის დიპლომის მქონე მონაწილეებს კინგსი, ბანაკის საფასურის ნაწილს დაუფინანსებს:

I ხარისხი - დაფინანსება -240 ლარი

II ხარისხი - დაფინანსება - 240 ლარი

III ხარისხი - დაფინანსება - 200 ლარი

შეავსე ანკეტა, რათა დაგიკავშირდეს ჩვენი წარმომადგენელი, არ დაკარგო კუთვნილი, ცოდნით მოპოვებული დაფინანსება!
გახსოვდეს! გამარჯვებულთა ბანაკში ყოველთვის შეზღუდულია ადგილები!

ანკეტის შევსება