მსოფლიოში არსებული პანდემიური
სიტუაციიდან გამომდინარე, დღევანდელი საგანმანათლებლო სექტორი
უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას - არ ჩამორჩეს განვითარებისა და ზრდის ტემპებს,
ამასთან ერთად, მთელი სასწავლო პროცესი და საგანმანათლებლო აქტივობები ონლაინ სივრცეში გადაიტანოს. ეს ყველაფერი, კი, მაქსიმალურად ეფექტურად და ნაყოფიერად უნდა
შეძლოს.
საქართველოს მთავარი გამოწვევაა ფეხი აუწყოს ამ პროცესებს და არ ჩამორჩეს საერთაშორისო მოვლენებს.
კინგსი მზად არის აქტიურად ჩაერთოს და უწინამძღვროს მოსწავლეებს, პადაგოგებსა თუ სკოლებს ონლაინ აქტივობების მაქსიმალურად სტიმულირებასა და წახალისებისკენ.
ყველაზე მასშტაბურ პირველ ონლაინ საგანმანათლებლო აქტივობას -
სასკოლო ოლიმპიადას - კინგსი ონლაინ რეჟიმში, 70 000 მოსწავლისთვის ჩაატარებს. ეს იქნება ყველაზე ხმამაღალი მესიჯი მსოფლიოსთვის, რომლითაც საქართველოს ათასობით მოსწავლე დისტანციურად
პირველ საგანმანათლებლო პროცესში ორგანიზებულად და ერთიანად ჩაერთვება.
ჩვენ არ ვცვლით განრიგს, მივყვევბით ჩვენს დაგეგმილ აქტივობებს უფრო დიდი ამბიციებითა და შემართებით, რა თქმა უნდა, კინგსელებთან ერთად!
ქართული ენის ონლაინ ოლიმპიადა 29 მარტს დაიწყება და 3 აპრილს დასრულდება: რეგისტრაცია