ბანაკი



გაატარე 4 დაუვიწყარი დღე კინგსის წარმატებული მოსწავლეების 2026 წლის საზაფხულო ბანაკში

რა არის კინგსის ბანაკი? 


კინგსის ბანაკი არის ადგილი, სადაც თავს იყრიან ქვეყნის მასშტაბით ყველაზე წარმატებული მოსწავლეები მე-2 დან მე-12 კლასის ჩათვლით.

ერთი მხრივ, კინგსის ბანაკი მასპინძლობს კინგსის ოლიმპიადების გამარჯვებულ 90 მოსწავლეს, რომლებმაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი შედეგები დააფიქსირეს.

მეორე მხრივ, ბანაკში 410 და 450 ლარიანი თანადაფინანსების მოპოვების საშუალება აქვთ მოსწავლეებს, რომლებმაც იაქტიურეს სეზონის მანძილზე


📝 კინგსის ბანაკში მონაწილეობის მისაღებად მსურველების: ფორმა


როდის ჩატარდება კინგსის ბანაკი?

2026 წლის ზაფხულში კინგსის ბანაკის ჩატარების სავარაუდო პერიოდია ინვისი-ივლისი

სად ჩატარდება კინგსის ბანაკი?

⭐⭐⭐⭐ 2026 წლის ზაფხულის კინგსის ბანაკს უმასპინძლებს ცემის 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო მთის კურორტი “განთიადი”

კინგსის ბანაკის მონაწილეს აქვს შესაძლებლობა:

🟨 მოხვდეს წარმატებული მოსწავლეების სოციუმში და შეიძინოს გონიერი მეგობრები, რომლებთან მეგობრობაც ბანაკის ფარგლებს სცდება;
🟨 გაცვალოს მოსაზრებები თანატოლებთან და გაიჩინოს ახალი ინტერესები;

🟨 ითამაშოს ინტელექტუალური თამაშები;
🟨 დაკავდეს სპორტული აქტივობებით;

🟨 განივითაროს გუნდურობისა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;

🟨 გახდეს მეტად დამოუკიდებელი და დაძლიოს კომპლექსები;

🟨 გახდეს მეტად თავდაჯერებული

🟨 განივითაროს ლიდერობის უნარ-ჩვევები;

ვინ იზრუნებს მონაწილეებზე ბანაკში?

ბანაკში მოსწავლე ჩვენი გუნდის წევრების ზედამხედველობისა და ყურადღების ქვეშაა. ბანაკში მოსწავლის კომფორტს, შემეცნებასა და სოციალიზაციას ხელს უწყობენ: 

🟧 ბანაკის ხელმძღვანელი

🟧 ხელმძღვანელის თანაშემწე

🟧 საღამოების და ინტელექტუალური თამაშების წამყვანი

🟧 15-მდე ლიდერი

🟧 ტრენერი

🟧 უსაფრთხოების კოორდინატორი

🟧 ექიმი


📝 კინგსის ბანაკში მონაწილეობის მისაღებად მსურველების: ფორმა


დამატებითი ინფორმაცია

ტრანსპორტირება:  ვთანამშრომლობთ კერძო კომპანიასთან იურიდიულად დამოწმებული ხელშეკრულებით, რომელსაც თან ახლავს ტრანსპორტის ტექ. დათვალიერების დოკუმენტი. 

 

უსაფრთხოება ლოკაციაზე: პროგრამის მსვლელობისას პროექტს ჰყავს ცალკე გამოყოფილი პირი, რომელიც ზრუნავს მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე. ამას გარდა, თითოეულ მოსწავლეს ჰყავს კინგსის გუნდის თანამშრომელი ლიდერი, რომელიც დღის განმავლობაში არის მოსწავლის გვერდით და პასუხისმგებელია მშობელთან კომუნიკაციაზე საჭიროების შემხვევაში.

კვება: პროგრამით გათვალისწინებულია მოსწავლის 3-ჯერადი კვება. მრავალფეროვანი, ჯანსაღი მენიუ, მორგებულია სხვადასხვა კვებით გემოვნებაზე. (მენიუში შედის ვეგეტარიანული კერძებიც);


 

დამატებითი საჭიროების ქონის შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ გვაცნობოთ და გავითვალისწინებთ. 



📝 კინგსის ბანაკში მონაწილეობის მისაღებად მსურველების: ფორმა