2025 წლის გაზაფხულის სეზონზე სულ 1500 მედალი გაიცემა.

ლიგაზე მონაწილეობის მისაღებად საჭიროა ლიგის განაცხადის ფორმის შევსება. განაცხადს კომისია განიხილავს.
თუკი მოსწავლე დააკმაყოფილებს ლიგის კონკურსის კრიტერიუმებს, მას მიენიჭება ლიგის ტესტის დაწერის უფლება.

👉 მონაწილეობის მისაღებად შეავსე განაცხადის ფორმა:  ფორმა

შეგახსენებთ, რომ კინგსის ლიგა:

✅ ერთტურიანი კონკურსია 1-ელიდან მე-9 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის
✅ მიმდინარეობს ონლაინ
✅ ტარდება ცალ-ცალკე 3 საგანში:

✔  ინგლისური ენა
✔  ქართული ენა
✔  მათემატიკა

რა ქულის მიღებისას გაიცემა მედალი? 

🥇 91-100 ქულა - ოქროს მედალი

🥈 81-90 ქულა -  ვერცხლის მედალი

🥉 71-80 ქულა - ბრინჯაოს მედალი

📃 0-70 ქულა - მონაწილეობის სერტიფიკატი


როდის დაიწყება ლიგის წერა?


ლიგის ტესტების დაწერა შესაძლებელი იქნება 2025 წლის 1-ელი დეკემბრიდან.


სად იქნება შესაძლებელი ლიგის ტესტის ნახვა?


ლიგის ტესტის ნახვა შესაძლებელი იქნება მოსწავლის პირად პროფილში, გვერდზე "ლიგა".


რა არის ლიგის ღირებულება?


ლიგის 1 საგნის ღირებულება 45 ლარს შეადგენს. 1-ელ დეკემბრამდე მოქმედებს სპეციალური ფასდაკლება, რომლის ფარგლებშიც ლიგის შეძენა 39 ლარად არის შესაძლებელი.


მედლის მოპოვება შესაძლებელია ჩამოთვლილებიდან ნებისმიერ საგანში.
მედლის მოპოვება არ არის დამოკიდებული რეიტინგზე, ლიგაზე მოსწავლე ეჯიბრება მხოლოდ საკუთარ თავს.
საკმარისი ქულის დაგროვებისას მოსწავლე აუცილებლად მოიპოვებს მედალს.

იყავი შემდეგი მედალოსანი!

თუ არ ხარ ფინალის მონაწილე შეავსე განაცხადის ფორმა:  ფორმა