ძვირფასო კინგსელო,
შენ შეგიძლია, ფინალურ ტურზე, მოიპოვო ყველასაგან განსხვავებული, კლასის ლიდერის, დიპლომი რომელიც დაიბეჭდება და სკოლაში გამოგეგზავნება!
როგორ?
კინგსის ოლიმპიადის შესახებ
კინგსის ოლიმპიადა ორტურიანია;
პირველ ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა;
ოლიმპიადა საქართველოს 30 ქალაქში ფიზიკურ სივრცეში ტარდება;
ოლიმპიადაზე მხოლოდ ასარჩევი ტიპის პასუხებია, რაც უზრუნველყოფს მიუკერძოებლობას.
რომელი კლასის მოსწავლეს შეუძლია კინგსის ოლიმპიადებში მონაწილეობა და რომელ საგნებში?
კინგსის ოლიმპიადები მე-2-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისათვის 3 საგანში ცალ-ცალკე ტარდება.
რა ტურებისგან შედგება კინგსის ოლიმპიადა?
კინგსის ოლიმპიადები ორტურიანი კონკურსია.
I ტური - შესარჩევი (უფასო)
II ტური - ფინალი (ფასიანი)
*თუკი მოსწავლეების ქულები ფინალში და პირველ ტურში ემთხვევა გამარჯვებულის გამოსავლენად ინიშნება სუპერფინალი. სუპერფინალში მონაწილეობა უფასოა.
რომელი საგნის ოლიმპიადა როდის ტარდება?
რა ღირს მონაწილეობის მიღება კინგსის ოლიმპიადაში?
I ტური - უფასოა გასული სეზონის ფინალისტი მოსწავლეების დაფინანსების მეშვეობით
II ტური - 29 ლარი
რას მიიღებს მოსწავლე?
I ტური - ამ ტურის წარმატებით გადალახვის შემდეგ მოსწავლე ციფრული სერტიფიკატით დასაჩუქრდება. სერტიფიკატი ყველა მოსწავლის პირად კაბინეტში გამოჩნდება.
II ტური - ამ ტურის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში მოსწავლე მოიპოვებს ბეჭდურ სერტიფიკატს ან ხარისხის დიპლომს. გარდა ამისა, გამარჯვებულ 3 მოსწავლეს (ჯამურად 90 მოსწავლეს) თითოეულ საკლასო კატეგორიასა და საგანში ელოდება პარტნიორი კომპანიების მიერ დაწესებული გრანდიოზული პრიზები.
რა ქულების დაგროვებისას რომელი ხარისხის დიპლომი გაიცემა?
ქართული ენა და ინგლისური ენა | ჯილდო |
1-70 ქულა ფინალში | სერტიფიკატი |
71-80 ქულა ფინალში | III ხარისხის დიპლომი |
81 -90 ქულა ფინალში | II ხარისხის დიპლომი |
91 - 100 ქულა ფინალში | I ხარისხის დიპლომი |
მათემატიკა | ჯილდო |
1 - 29 ქულა ფინალში | სერტიფიკატი |
30 - 34 ქულა ფინალში | III ხარისხის დიპლომი |
35 - 44 ქულა ფინალში | II ხარისხის დიპლომი |
45 - 50 ქულა ფინალში | I ხარისხის დიპლომი |
არ გამოაკლდე კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბურ საგანმანათლებლო ღონისძიებას!
|
I ტური | 19 ოქტომბერი |
|
II ტური | 2 ნოემბერი |
|
I ტური | 9 ნოემბერი |
|
II ტური | 16 ნოემბერი |
|
I ტური | 30 ნოემბერი |
|
II ტური | 14 დეკემბერი |
|
I ტური | 28 დეკემბერი |
|
II ტური |