ძვირფასო კინგსელო,
კინგსის გუნდმა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით
გადავწყვიტეთ, რომ კორონა ვირუსთან ბრძოლის კამპანია დაგვეწყო.
გვჯერა, რომ რომელ კლასშიც არ უდნა იყო, შენ უკვე გააზრებული გაქვს სოციალური პასუხისმგებლობა და მზად ხარ ისწავლო მარტივი წესები, რომელთა კარგად ცოდნა და დაცვაც ხელს შეუშლის ვირუსის გავრცელებას.
ამ მოკლე მიმოხილვის შემდეგ შენ სახალისო, ილუსტრირებული, ტესტი გელის, რომელიც შეამოწმებს რამდენად იცი ვირუსთან ბრძოლის წესები. ტესტის წარმატებით გავლის შემდეგ, შენ შეგეძლება მიიღო სერტიფიკატი და გაუზიარო ის მეგობრებს. ასევე მოუწოდო მათ, რომ გაეცნონ ვირუსთან გამკლავების მარტივ წესებს.
როგორ დაწერო? ეს ტესტები ოლიმპიადასთანაა ინტეგრირებული, რაც ნიშნავს, რომ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, ავტომატურად ჩაირთვება ტესტი.
ოლიმპიადის I ტური უფასოა, ტესტის დასაწერად ეწვიე პირად პროფილს ან დარეგისტრირდი: www.kings.ge/student
შეგიძლია, ჯერ მასალას გაეცნო და შემდეგ დაწერო ტესტი.
აბა დავიწყოთ!
კორონა ვირუსთან ბრძოლის 7 ძირითადი წესი არსებობს:
·
ხშირად დავიბანოთ ხელები საპნითა და წყლით ან დავიმუშავოთ სპირტის შემცველი ხსნარით;
·
ხველისა და ცემინებისას ავიფაროთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი;
·
მოვერიდოთ თვალებზე ცხვირსა და პირზე ხელის ხშირ შეხებას;
·
დავიცავით სოციალური დისტანცია და მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას
·
საჭიროებისამებრ გამოვიყენოთ პირბადე;
·
მოვერიდოთ დაავადებულ ადამიანთან კონტაქტს;
·
გავწმინდოთ და საგულდაგულოდ დავასუფთავოთ ზედაპირები, რომლებსაც ხშირად ვეხებით;
7 ძირითადი წესის გარდა, კორონა ვირუსის გავრცელების შესამცირებლად თქვენთვის სკოლაში ყოფნისას რეკომენდირებულია:
·
მჭიდროდ შეიკრათ თმა, სწავლების პერიოდში, რათა მაქსიმალურად მოერიდოთ თმის სახის ზედაპირზე შერხებას;
·
არ გამოიყენოთ სხვისი ნივთები;
·
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში მიმართოთ კლასის დამრიგებელს/ექიმს;
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის დროს საჭიროა ვიყოთ ფიზიკურად აქტიურები. სახლიდან გაუსვლელად, მრავალი ვარჯიშის კეთება შეიძლება, რაც ჩვენი კუნთების, გულისა და გონებისთვისაც კი სასარგებლოა. მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციით, ბავშვი დღეში მინიმუმ 1 საათის განმავლობაში უნდა დაკავდეს რაიმე ფიზიკური აქტივობით, ხოლო უფროსი მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში.
გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ვირუსის დამარცხებას.
კინგსი გისურვებთ ჯანმრთელობას !