ქართული ენის ონლაინ ოლიმპიადა

ქართული ენის ოლიმპიადის პირველი ტური, როგორც დაგეგმილი იყო, 29 მარტს დაიწყება და 6 დღის განმავლობაში, 3 აპრილის ჩათვლით, გაგრძელდება.

პირველად ისტორიაში, ქვეყნის ყველაზე მასშტაბური ოლიმპიადა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლებს და თითოეულ მონაწილეს ექნება დისტანციურად, სახლიდან გაუსვლელად ტესტის შესრულების შესაძლებლობა!

როდის შემეძლება შევასრულო ოლიმპიადის პირველი ტური?

29 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით ნებისმიერ დროს, შენი ტელეფონის, ანდაც პერსონალური კომპიუტერის დახმარებით!

ყველა დეტალური ინფორმაცია სულ ცოტახანში გეცნობება.

დარჩი ჩვენთან, ერთად შევუწყოთ ხელი ქვეყანაში ახალი მასშტაბების სტანდარტების დანერგვას, ჩვენ ეს შეგვიძლია!

ოლიმპიადის პრეტესტები უკვე გამოქვეყნებულია მოსწავლის პირად პროფილში, დარეგისტრირდი და მოემზადე.

რეგისტრაცია