პედაგოგებისთვის

მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ჩავერთოთ  ონლაინ აქტივობების მაქსიმალურ სტიმულირებასა და წახალისებაში.

როგორც უკვე იცით, ქართული და ინგლისური ენის ოლიმპიადები ონლაინ სივრცეში, დისტანცირებულად გაიმართება.

ედაგოგებს შეუძლია თავად დარეგისტრირდნენ და დაარეგისტრირონ თავიანთი მოსწავლეები - თვალი ადევნონ მათ მიღწევებს. აქტიური მასწავლებლები, პირველად, კინგსისგან მიიღებენ სერტიფიკატს, რომელიც დაადასტურებს, რომ ონლაინ არაფორმალურ განათლებაში, ოლიმპიადის მომზადებაში ჩართო თავიანთი მოსწავლეები. ასევე, მიიღებენ რეპორტ, თუ რამდენი ამოცანა/დავალება გააკეთეს მათმა მოსწავლეებმა და რამდენ თემაზე იყო ეს ამოცანები. მოსწავლის დარეგისტრირება როგორც თავად შეუძლიათ, ისე მოსწავლეს შეუძლია მიუთითოს მასწავლებლის სახელი და გვარი რეგისტრაციისას.

ასევე, ახალი სტანდარტების დანერგვაში, სკოლების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, რის გამოც, ჩვენს ვებ-გვერდზე შეიქმნება ახალი სივრცეები, სადაც დეტალურად გამოჩნდება სკოლების ართულობა, ანუ რამდენი მოსწავლე ჩაერთო ონლაინ არაფორმალურ სწავლებაში/განათლებაში.

თვალი ადევნეთ ჩვენს Facebook და ვებ-გვერდებს, დეტალური ინფორმაციის მისაღებად. 
ოლიმპიადაზე რეგისტრაცია