კინგსის ტრენინგ პლატფორმა



გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ კინგსმა შექმნა ახალი ონლაინ ტრენინგების პლატფორმა სტუდენტებისთვის. ხარ სტუდენტი?  მაშინ გეძლევა შესაძლებლობა, გაეცნო დღევანდელობისათვის აქტუალურ დისციპლინებსა თუ პროფესიებს და გახდე კონკურენტუნარიანი დასაქმების ბაზარზე ორი ძირითადი გზით:

·         უფრო სიღრმისეულად გაეცნო შენი ინტერესის სფეროს;

·         შენთვის ერთი დაკლიკებით წვდომადი გახდეს ის სფეროები, რომლებიც საინტერესოდ დაუკავშირდება შენს უნარებსა თუ არსებულ განათლებას.

  
რატომ ონლაინ?

ამ გზით, ჩვენ გიზოგავთ დროს, და ასევე, გაძლევთ შესაძლებლობას ჩვენი სასწავლო გრაფიკი საკუთარ განრიგს მოარგო .

 

რას ვასწავლით? (კურსების ჩამონათვალი)

·         PR და მარკეტინგი;

·         მენეჯმენტი და მართვა;

·         HR და კორპორატიული ეთიკა;

·         პროექტის მენეჯმენტი;

·         ფანდრაიზინგი- სპონსორების მოზიდვის ხელოვნება;

 

რატომ კინგსის ტრენინგ პლატფორმა?

 

აღსანიშნავია რომ, ჩვენ სტუდენტებს ვთავაზობთ კურსებს ყველაზე მოთხოვნად და დეფიციტურ პროფესიებზე განსხვავებული, თანამედროვე მეთოდოლოგიით, რაც გულისხმობს სწავლებას რეალური ქეისებით და ინტენსიურ დისკუსიებს ნაცვლად ვრცელი თეორიული მონოლოგებისა ტრენერის მხრიდან.

ტრენინგ ცენტრის კურსებს უხელმძღვანელებენ საქართველოში წამყვანი პრაქტიკოსები, რომელთაც, საკითხის თეორიული ცოდნის გარდა, ამ კონკრეტულ სფეროებში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ, როგორც უკვე დაფუძნებულ კომპანიებში, ასევე მათ მიერ წამოწყებულ საქმიანობაში.

კინგსის გუნდი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ მომავალი თაობის მიმართ, ამიტომ მაქსიმალურად ვეცადეთ, კურსი 


ხელმისაწვდომი ყოფილიყო

კურსის
ხანგრძლივობა: 20 საათი (10 2-2 საათანი შეხვედრა)
კურსის საფასური: მხოლოდ კინგსელებისათვის 250 ლარი
მოქმედებს თიბისი ბანკის განვადება.

სწავლების დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები იღებენ სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს.

ხოლო გნასაკუთრებულად აქტიურ, საზრიან და კონკრეტული სფეროთი დაინტერესებულ სტუდენტებს აქვთ საშუალება გაიარონ სტაჟირება შესწავლილი პროფილით.

დარეგისტრირდი:
http://bit.ly/3cgq98F