ფინალისტებო

ძვირფასო ფინალისტებო,
კინგსის გუნდს უდიდესი სიხარულით სურს, გაცნობოთ, რომ ოლიმპიადის პირველმა, შესარჩევმა, ტურმა გრანდიოზულად ჩაიარა. გვიხარია, რომ ამდენ მონდომებულ და სწავლამოწყურებულ მოსწავლეს ვხედავთ ამ რთული სიტუაციის ფონზე.
გვახარებს ისიც, რომ ოლიმპიადაზე მრავალ ახალბედა კინგსელი იღებს მონაწილეობას, რაც ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა, განვვითარდეთ. თუ შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ, მთელი გულით გილოცავთ, რომ ახლა კინგსელი გქვია.
აქვე გვინდა, უდიდესი მადლობა გადავუხადოთ ყოველ კინგსელს covid19-თან მებრძოლის სტატუსის მიღებისათვის. თქვენი სოციალური პაუხისმგებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
გვჯერა, რომ წინ არანაკლებ გრანდიოზული ფინალი გველის და გვსურს, შენც ამ წარმატების ისტორიის ნაწილი იყო.
თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხარ, შენთვის სასიხარულო ამბავი გვაქვს: ოლიმპიადის შესარჩევი ტურის წერა კვირა დღის ბოლომდეა შესაძლებელი: www.kings.ge/register

 

წერე ოლიმპიადა მაგრამ შედეგი ჯერ არ გინახავს?


თუ შენ ოლიმპიადია კინგსის საიტიდან ( ონლაინ) გაიარე:

  • გადადი ბმულზე:  www.kings.ge/student, შეიყვანე რეგისტრაციის დროს გამოყენებული ტელეფონის ნომერი და პაროლი, (თუ პაროლი არ გახსოვს დააჭირე ღილაკს “პაროლის აღდგენა” და ერთჯერად პაროლს სმს-ის სახით მიიღებთ.) და პირად პროფილში მოხვედრის შემდეგ დააჭირე ღილაკს” შედეგები”.  

  • აქ შენ შეძლებ არა მარტო შეფასების ნახვას, არამედ ნაშრომის გადახედვასაც და უკვე დაშვებული შეცდომების გაცნობიერებით შეძლებ უკეთ მოემზადო ოლიმპიადის მე-2 გრანდიოზული ფინალური ტურისათვის.


თუ ოლიმპიადა სკოლაში დაწერე, მაშინ აუცილებლად გაითვალისწინე შემდეგი მითითებები:

  • გადადი ბმულზე:  www.kings.ge/student, შეიყვანე რეგისტრაციის დროს გამოყენებული ტელეფონის ნომერი და პაროლი, (თუ პაროლი არ გახსოვს დააჭირე ღილაკს “პაროლის აღდგენა” და ერთჯერად პაროლს სმს-ის სახით მიიღებთ.) და პირად პროფილში მოხვედრის შემდეგ დააჭირე  ღილაკს  “ტესტის ნომრის დადასტურება”. 

  • თუ დაკარგე ან  თან არ გაქვს ტესტის ფურცელი, რომლის წინა გვერდზეც მოცემულია რვანიშნა ტესტის ნომერი, გადაამოწმე კინგსისაგან გამოგზავნილი სმს შეტყობინებები, სადაც უკვე გამოგიგზავნეთ შენი რვანიშნა ტესტის ნომერი.

  • თუ ჯერ არ მიგიღია სმს, რომელშიდაც მოცემულია ინფორმაცია ტესტის რვანიშნა ნომრის შესახებ, აუცილებლად მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდზე ან დაგვირეკეთ ცხელი ხაზის ნომერზე: 032 230 61 31

  • თუ შენ იცი შენი ტესტის რვანიშნა ნომერი, რომელიც ტესტის წინა გვერდზეა მითითებული, დააჭირე ღილაკს  “ტესტის ნომრის დადასტურება”. შეიყვანე ის და დააჭირე დადასტურებას. 

  • თუ სკოლაში რამდენიმე საგნის ტესტი დაწერე, ტესტის დადასტურება უნდა მოხდეს ყველა საგნისათვის ცალ-ცალკე, ტესტის წინა გვერდზე არსებული ტესტის ნომრის სისტემაში შეყვანით. 

  • ტესტის ნომრის დადასტურების შემდეგ, პირად პროფილში დააჭირე ღილაკს “შედეგები” სადაც უკვე ატვირთული იქნება შენი ნაშრომი

  • აქ შენ შეძლებ არა მარტო შეფასების ნახვას, არამედ ნაშრომის გადახედვასაც და უკვე დაშვებული შეცდომების გაცნობიერებით შეძლებ უკეთ მოემზადო ოლიმპიადის მე-2 გრანდიოზული ტურისათვის.

  • თუ ტესტის ნომრის დადასტურების შემდეგ შენი ნაშრომი არ გამოჩნდა შედეგების გვერდზე, აუცილებლად მოგვწერე ფეისბუქ გვერდზე ან დაგვიკავშირდი ცხელი ხაზის ნომერზე: 032 230 61 31



კინგსის შემოდგომის სეზონის ოლიმპიადის გრანდიოზული ფინალური ტური გაიმართება ონლაინ, შემდეგი განრიგით:


ინგლისური ენა - 9 ნოემბერი

ქართული ენა - 10 ნოემბერი

მათემატიკა - 11 ნოემბერი

ბუნება - 12 ნოემბერი

ისტორია - 12 ნოემბერი

ინტელექტი - 13 ნოემბერი 


მონაწილეებს თითოეული საგნის ტესტის დაწერა შეუძლიათ მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ თარიღებში, 12:00-დან 19:00 საათამდე. ტესტის დასაწერად მონაწილეს აქვს 1 საათი.

ტესტი დაკომპლექტებულია საკითხებით, რომლებიც შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას.


ფინალური ტურის მონაწილეები მიღებული შეფასებიდან გამომდინარე მიიღებენ სერტიფიკატებსა  და დიპლომებს, რომლებსაც თებერვლის თვეში, სკოლაში, საზეიმოდ გადავცემთ. I,II და III ადგილოსნებს კი კინგსი, სპეციალურად მათთვის გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე მოიწვევს. 


ოლიმპიადის ფინალური ტურის ყველა მონაწილეს, გადაეცემა დიპლომი/სერტიფიკატი, ქულათა შემდეგი გადანაწილების მიხედვით:


ინგლისური ენა

სერტიფიკატი - 1-60 ქულა

III ხარისხის დიპლომი - 61-80 ქულა

II ხარისხის დიპლომი - 81-90 ქულა

I ხარისხის დიპლომი - 91- 100 ქულა

 

ქართული ენა

სერტიფიკატი - 1-60 ქულა

III ხარისხის დიპლომი - 61-80 ქულა

II ხარისხის დიპლომი - 81-90 ქულა

I ხარისხის დიპლომი - 91- 100 ქულა


მათემატიკა

სერტიფიკატი - 1-50 ქულა

III ხარისხის დიპლომი - 51-70 ქულა

II ხარისხის დიპლომი - 71-80 ქულა

I ხარისხის დიპლომი - 81-100 ქულა



ბუნება

სერტიფიკატი - 1-60 ქულა

III ხარისხის დიპლომი - 61-79 ქულა

II ხარისხის დიპლომი - 80-89 ქულა

I ხარისხის დიპლომი - 90-100 ქულა


ისტორია

სერთიფიკატი - 1-60 ქულა

III ხარისხის დიპლომი - 61-76 ქულა

II ხარისხის დიპლომი - 77-88 ქულა

I ხარისხის დიპლომი - 89-100 ქულა


ოლიმპიადა „ინტელექტი“

სერტიფიკატი - 1-20 ქულა

III ხარისხის დიპლომი - 21-30 ქულა

II ხარისხის დიპლომი - 31-40 ქულა

I ხარისხის დიპლომი - 41-50 ქულა


  • ოლიმპიადის თითოეული საგნის ფინალურ ტურში მონაწილეობის საფასური შეადგენს 25 ლარს.

  • თუ აპირებ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე საგნის ოლიმპიადაში, შეგიძლია ისარგებლო სპეციალური შეთავაზებით, რომელიც შეგიძლია  იხილო ბმულზე: www.kings.ge/student/packages


 გადახდის მეთოდები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: www.kings.ge/gadaxda


  • აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ გადახდის დროს დანიშნულებაში უნდა მიუთითოთ მონაწილის ექვსნიშნა უნიკალური კოდი, რომელიც მას საიტზე რეგისტრაციის დროს მიენიჭა. 

  • თუ არ გახსოვს შენი უნიკალური ექვსნიშნა კოდი აუცილებლად დაგვიკავშირდით ფეისბუქ გვერდზე ან ცხელი ხაზის ნომერზე: 032 230 61 31



კინგსის გუნდი გისურვებთ წარმატებას!