2020 წლის შეჯამება


გამარჯობა, კინგსელო,

გადავწყვიტე, შენთვის ჩვენი 2020 წლის შესახებ მოგვეყოლა.

იმედია, ეს სტატია მოტივაციას მოგცემს, 2021 წელს ერთად განვაგრძოთ ზრდა!

მოდი, ყველაფრის მიუხედავად, ამ წელს პოზიტიურად შევხედოთ:

2020 წელი ჩვენთვის ახალი პარტნიორობით დაიწყო
"კინგსი" და კომპანია "ორიენტ ლოჯიკი" დამეგობრდნენ. კომპანიამ სპეციალურად კინგსის ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეებისთვის სტიპენდიები დააწესა.

თებერვლის დაჯილდოების ცერემონია განსაკუთრებული იყო. წელს პირველად, კინგსი გახდა ამერიკული კომპანია Supergenia-ს პარტნიორი. Supergenia არის მსოფლიო პლატფორმა ნიჭიერი ბავშვებისათვის. 

კომპანიის ხელმძღვანელმა ნათია ვერულაშვილმა პირადად გადასცა ორ წარმატებულ კინგსელს განსაკუთრებული პრიზი - ერთკვირიანი ტური ამერიკაში, სილიკონის ველზე.

სილიკონის ველი Facebook-ის და Google-ის სამშობლოა, ადგილი, სადაც დაიბადნენ ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კომპანიები. Supergenia-ც სწორედ კალიფორნიაში, სილიკონის ველზე მდებარეობს.

ასევე, თებერვალში წელს პირველად, კინგსის "საერთაშორისო ოლიმპიადის" ფინალური ტური გაიმართა, რა თქმა უნდა, ქართველი კინგსელების მონაწილეობით.

ჩვენმა კინგსელებმა ინგლისურ ენაში 5, ხოლო მათემატიკაში 3 ოქროს დიპლომი მოიპოვეს!

მარტიდან
მოგვიწია სწრაფი რეჟიმით ონლაინ ოლიმპიადებზე გადასვლა, რაც ჩვენთვის უდიდესი გამოწვევა, მაგრამ ამავდროულად დიდი ნაბიჯი იყო ციფრული სამყაროსაკენ.

მარტსა და აპრილში ჩვენ შევძელით და ჩავატარეთ ყველაზე მასშტაბურ პირველ ონლაინ საგანმანათლებლო აქტივობა - ონლაინ სასკოლო ოლიმპიადა -  70000 მოსწავლისთვის . ეს იყო ყველაზე ხმამაღალი მესიჯი მსოფლიოსთვის, რომლითაც საქართველოს ათასობით მოსწავლე დისტანციურად პირველ საგანმანათლებლო პროცესში ორგანიზებულად და ერთიანად ჩაერთ


მაისშიც გვქონდა პროექტები, რომლებიც ჩვენი გუნდისათვის საამაყოა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით „კინგსი საქართველოშეიმუშავა პირველ ინფორმატიკის ოლიმპიადა, რომელიც ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

შემდეგ ჩავატარეთ კინგსის ლიგა, რომლითაც ყველაზე წარმატებულმა მოსწავლეებმა საკუთარი მიღწევები ოქროს მედლით დააგვირგვინა!


ასევე პირველად! კინგსის აკადემია  საზაფხულო სკოლაში  მიღება მთელი საქართველოს მასშტაბით გამოაცხადა.

სწავლება ხორციელდებოდა ონლაინ პლატფორმა www.webinars.ge -ის საშუალებით, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფდა ჩვენი პატარების დაცულობას.


ივნისი
ცოდნის ინდიკატორი
ს შექმნის თვე იყო. მთელი იდეა იყო ის, რომ მოსწავლეს შეძლებოდა შეეფასებინა ონლაინ სწავლების დროს მიღებული ცოდნა.

ივნისშივე გავხსენით ელექტრონული დაფა, რომელსაც ასე ელოდა ყოველი კინგსელი.

წარმატებულ მოსწავლეთა ელექტრონული დაფა ესაა ყველაზე დიდი სივრცე, სადაც შეგიძლია თვალი ადევნო საკუთარ, მეგობრებისა და კლასელების მიღწევებს.

საუკეთესო მოსწავლეთა ელექტრონულ დაფაზე მონაცემები იტვირთება რეგიონის, ქალაქის, სკოლისა და კლასის მიხედვით, თითოეული შენი წარმატება შენს პორტფელში ექცევა და დაფაზე ინახება. შენი მიღწევების შესახებ კი მთელი საქართველო იგებს.

თვე ცოდნის მარათონით დაგვირგვინდა.


ზაფხულში ჩვენ მრავალ საინტერესო პროექტზე ვიმუშავეთ, მათ შორის კინგსის ტრენინგ პლატფორმაზე, პირველად აბიტურიენტებისა და სტუდენტებისათვის.

ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით, რომ განათლებული ადამიანი ნამდვილი პიროვნებაა მაშინ, როცა ის სოციუმის ნაწილია და გრძნობს თავის წილ პასუხისმგებლობას.

ამიტომ კინგსის გუნდმა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გადავწყვიტეთ, რომ კორონა ვირუსთან ბრძოლის კამპანია დაგვეწყო.

ნოემბერში ჩვენ ვთქვით, რომ კინგსის არსებობის ისტორიაში პირველად შენ შეგიძლია, წიგნის თანაავტორი გახდე და შევარჩიეთ განსაკუთრებული ამოცანები წიგნისათვის.

კვლავ ჩაიარა ოლიმპიადის ახალმა სეზონმა მრავალი სტიპენდიითა და წამახალისებელი პრიზით მაგთისგან და Mastercard®-ისაგან, ლიგამ და მარათონმა და გვიხარია, რომ ეს ყველაფერი შენთან ერთად გადაგვხდა თავს.

წლის ბოლოს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ერთად გავიზარდეთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაბრკოლებების მიუხედავად დავრჩით შენთან ახლოს, რადგან წარმატებაა ის, რაც გვაერთიანებს !

მთელი გულით გილოცავთ დამდეგს !