სუპერფინალი - მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ძვირფასო 2020 წლის შემოდგომის სეზონის სუპერფინალის მონაწილე კინგსელო,
გვსურს, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ოლიმპიადაზე წარმატებულად ასპარეზობა და შეგახსენოთ, რა პრიზები გეკუთვნით გამარჯვების შემთხვევაში:

·       ქართული ენის თითოეული საკლასო კატეგორიის პირველადგილოსანს „მაგთი“ აჯილდლოვებს - სტიპენდიითა და პაკეტი "მარტივი 30"-ით;

·       ქართული ენის მეორეადგილანს „მაგთისგან“ გადაეცემა  სახლის ინტერნეტი.

·       ხოლო, მესამე ადგილოსანს- პაკეტი „მარტივი 30- ერთი წლით.

·       ინგლისური ენისა და მათემატიკის მე- 2, მე-3, მე-4, მე-5, და მე-6 კლასელებს, რომლებმაც ოლიმპიადაზე პირველი ადგილი დაიკავეს, მასტერქარდისგან გადაეცემათ ერთწლიანი სტიპენდია თვიურად 100 ლარის ოდენობით.

  • ·       ინგლისურ ენასა და მათემატიკაში მე-7- მე-9 კლასელებს გადაეცემათ ლუპის 6 თვიანი კურსი 3 სასურველ საგანში, ხოლო 10-12 კლასის მოსწავლეებს კინგსის აკადემიის 3 თვიანი კურსი ციფრულ მარკეტინგში.

    ისტორიის, ბუნებისა და ინტელექტის გამარჯვებულებს კი  მოპოვებული ადგილის შესაბამისი დიპლომი გადაეცემათ;

შეგახსენებთ, რომ გამარჯვებუულები ყველა საკლასო კატეგორიაში არ არიან გამოვლენილნი, რისთვისაც დავნიშნეთ სუპერფინალი.

იმ მოსწავლეებს, რომლებმაც ფორმა შეავსეს და გამოთქვეს მზაობა სუპერფინალში ჩართვის შესახებ, უკვე მივწერთ ინდივიდუალურად.


მონაწილეობთ სუპერფინალში და არ შეგივსიათ ფორმა?  ფორმის შევსება

ფორმის შევსება შესაძლებელია 21 თებერვლის 15:00 საათამდე.