თავისუფალი სკოლის შესახებ

წელს ,,კინგსი საქართველო“ და თავისუფალი სკოლა დამეგობრდნენ. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ერთობლივი ძალებით მივიღოთ და აღვზარდოთ წარმატებული მომავალი თაობა.

იცი თავისუფალი სკოლის შესახებ? ესაა სასწავლო სივრცე, სადაც მოსწავლეებს აერთიანებთ შემდეგი: აღმოაჩინონ ის, რაც  მოსწონთ და იყვნენ წარმატებულნი.

🕑 პირველ კლასელებისთვის სწავლა მიმდინარეობს 9:00 დან 18:00 მდე, რაც მოიცავს გახანგრძლივებულის გაკვეთილებსა და წრეებს.

🟥 სწავლის საფასური:
👉 1-4 კლასები 4000 ლარი;
👉 5-8 კლასები 4500 ლარი;
👉 9-12 კლასები 5000 ლარი;

❗ საფასურში შედის გაძლიერებული ტექნიკური საგნები, მათემატიკური ლოგიკა, პიროვნული განვითარება და უცხო ენები.

გაინტერესებთ მეტი? მოითხოვეთ ზარი:

დააწკაპუნე

Ø  თავისუფალ სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ფინური მოდელით

ფინური სწავლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი ინდივიდუალიზმის, პრაქტიკულობისა და ინოვაციებისადმი მიმღებლობის განვითარება არის.

ფინური საგანმანათლებლო მოდელის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მხარე საგნების სწავლების ინტეგრირებული მიდგომაა, მაგალითისათვის: სხვადასხვა საგნების მასწავლებლები ერთად გეგმავენ საგაკვეთილო პროცესს და აჩვენებენ მოსწავლეებს დისციპლინათა ურთიერთკავშირს.

Ø  სკოლის შესახებ

სკოლის მთავარი გამოწვევაა თითოეულ მოსწავლეს  პოზიტიურ გარემოში მისცეს თანამედროვე განათლების მიღების შესაძლებლობა. პირველ რიგში, მათ პერსონალურ განვითარებაზე ზრუნვით.

განუვითაროს მოსწავლეებს ინდივიდუალიზმი, ინოვაციებისადმი სწრაფვა და მიღებული ცოდნის რეალურ ცხოვრებაში/საგაკვეთილო პროცესს მიღმა გამოყენების სურვილი და შესაძლებლობა.

ამ მიზნის მისაღწევად სკოლის ადმინისტრაცია ფინეთში, სპეციალური სასწავლო პროგრამით გადამზადდა, რათა ფინურ სასწავლო მოდელში არსებული მიდგომები მარტივად დაგვენერგა ქართულ საგანმანათლებლო რეალობაში.

 

Ø  სწავლების უპირატესობანი:

სასწავლო პროცესის შედეგად აღვზრდით თანამედროვე, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანს, რომელმაც იცის, რომ ყველაფერი ის, რაც სამყაროში არსებობს არაა იდეალური და სწორედ მისმა მსგავსმა ადამიანებმა შექმნეს.


თავისუფალი სკოლა დამთავრებულს,შეუძლია, საკუთარი ქმედებების კრიტიკული ანალიზი და არ ეშინია შეცდომის დაშვების. ესმის, რომ პროგრესი ყოველთვის იყო და იქნება ათასობით შეცდომის შედეგი.

თავისუფალი სკოლის მოსწავლეს შეუძლია დაამყაროს ეფექტური კომუნიკაცია სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანთან, რაც დღევანდელ სამყაროში არსებითი უნარია.

ამას უკვე არაერთი უცხოური სასწავლებლის ადმინისტრაცია მიხვდა და დაიწყო ინტერდისციპლინარული კლუბებისა თუ სავალდებულო საგნების დამატებაც კი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფინური მოდელი ამ აღმოჩენის დაგვირგვინებაა.


გაინტერესებთ მეტი? მოითხოვეთ ზარი:

დააწკაპუნე

 

 

ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ დღევანდელი სამყარო ტექნოლოგიების სამყაროა.

სწორედ ამიტომ, ეფექტური კომუნიკაციის დამყარება სხვებთან მოიაზრებს ტექნოლოგიებთან მეგობრობასასაც, აქედან გამომდინარე ტექნიკური საგნები ჩვენთვის პრიორიტეტულია:

·       სკოლაში გაძლიერებულად ისწავლება STEM საგნები (მეცმიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა), პირველი კლასიდან გაძლიერებულად მათემატიკა, საგაკვეთილო ბადეში ეთმობა დამატებითი დრო მათემატიკური ლოგიკის განვითარებას.

·       პროგრამირება/ალგორითმული აზროვნება - მეორე კლასიდან სკოლაში ისწავლება ალგორითმული აზროვნება- ეს არის ნაბიჯების ერთობლიობა, რაც გვჭირდება რაღაც ამოცანის შესასრულებლად, მარტივი ინსტრუქცია, რომელსაც თუ სწორად მივყვებით გაგვიმარტივებს ამოცანის შესრულებას (როგორც წარმოსახვით, ასევე, რეალურ, ჩვენს ყოველდღიურ ამოცანათა „ამოხსნას“)

სწორედ ალგორითმული აზროვნება არის ბაზისი შემდეგ პროგრამირების შესასწავლად.

·       უცხო ენები - იმ სამყაროს უკეთ გასაცნობად, რომლის ნაწილიც ქართველი მოსწავლეა და შემდგომში საერთაშორისო განათლების მისაღებად, მნიშვნელოვანია მოსწავლე პირველივე კლასიდან ვამეგობროთ უცხო ენებთან. 

ჩვენთან ისწავლება ინგლისური პირველი კლასიდან, რუსული და ჩინური.

 

ამ გზით, ვთვლით, მოსწავლე უფრო მეტად გალახავს პატარა, განვითარებად ქვეყანაში მცხოვრები ადამიანის სინდრომს, რომ ის მხოლოდ დამკვირვებელია იმ პროცესებისა, რაც სადღაც განვითარებულ სამყაროში ხდება.

 წამყვან ენათა სწავლებით ვუხსნით მოსწავლეს კომუნიკაციისა და ინფორმირებულობის ბარიერს და, შედეგად, ის მეტად თავდაჯერებულია, რომ თავადაც შეიძლია გააჟღეროს მოსაზრება, მის ხმას გაიგებენ და ის, როგორც ნებისმიერი სხვა, შეიძლება იყოს ინოვატორი.

გაინტერესებთ მეტი? მოითხოვეთ ზარი:

დააწკაპუნე