ფრესქულში მიღება დაიწყო

 

კინგსის და თავისუფალი სკოლის ფრესქული

 

მოსწავლისთვის, პირველ კლასში წასვლა განსაკუთრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული. ისინი ახალ ნაბიჯებს დგამენ წარმატებული ცხოვრებისთვის და მნიშვნელოვანია, რომ ახალი ეტაპის დასაწყისს შეხვდნენ ემოციურად, სოციალურად თუ აკადემიურად მომზადებულნი.

სასკოლო მზაობის ასაკის ბავშვებში ხშირად თავს იჩენს გარკვეული სირთულეები, როგორიც არის: მეტყველების, ყურადღების დეფიციტის, კონცენტრაციის, მეხსიერების, მოტორული და ვიზუალურ სივრცითი აღქმის.

ცხადია, აღნიშნული სირთულეები უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ემოციურ განვითარებაზე და თვითშფასებაზე, ხელს უშლის სასკოლო გარემოში მარტივად ადაპტაციას.

კინგსი, თავისუფალ სკოლასთან ერთად ზრუნავს მომავალი თაობის განვითარებაზე და მშობლებს აძლევს შესაძლებლობას მათი შვილების წინა სასკოლო პერიოდი გამოიყენონ ნაყოფიერად. ამისთვის სასკოლო მზაობის პროგრამა / წინა სასკოლო მოსამზადებელი ჯგუფი / სკოლამდელი განათლების პროგრამა ე.წ „ფრესქული“ შევქმენით, რომელიც ბავშვებს დაეხმარება, მათი პირველი ნაბიჯები სკოლაში, იყოს წარმატებული, რაც თავის მხრივ წარმატებული მომავლის საწინდარია.

ფრესქულის მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვის გონებრივ, სოციალურ-ემოციურ, შემოქმედებით და ფიზიკურ განვითარებას. მოამზადოს სასკოლო ცხოვრებისთვის და პირველი წარმატებული ნაბიჯებისთვის.

პროგრამა სკოლამდელი განათლების  ფინურ მოდელს ეყრდნობა, მიმართულია ბავშვის ინდივიდუალურ განვითარებაზე და  მოიცავს შემდეგ სფეროებს:

 

გონებრივი განვითარება

·       სწავლისადმი მოტივაციის შექმნა;

·       ლოგიკური აზროვნების განვითარება ;

·       სახალისო მათემატიკა;

·       ზოგადი უნარების განვითარება;

·       სახალისო ინგლისური;

·       კითხვის და წერის საბაზისო უნარების განვითარება;

·       მოსმენილის და წაკითხულის გააზრება;

·       საკუთარი აზრის გასაგებად ჩამოყალიბება;

·       უსაფრთხოების წესები და მათი დაცვის მნიშვნელობა;

·       გონებრივი თამაშები.

 

 

 

სოციალურ-ემოციური განვითარება

·       თვითიდენტობა;

·       თვითშეფასება;

·       თვითმართვა;

·       თვითგამოხატვა;

·       ურთიერთობა;

·       ადაპტაციური სოციალური ქცევა;

·       მოსმენის უნარები;

·       კონცენტრაციის უნარები;

·       კოგნიტური უნარები;

·       ემპათიის უნარის განვითარება;

·       მეტყველება.

 

შემოქმედებითი უნარების განვითარება

·       ხატვა;

·       ძერწვა;

·       აპლიკაცია;

·       სამსახიობო ხელოვნება;

·       ანიმაცია.

 

ფიზიკური განვითარება

·       პირადი ჰიგიენის დაცვა;

·       ჯანსაღი ცხოვრების წესი;

·       სპორტული აქტივობები/თამაშები.

 

 

მიღება

ჯგუფში ბავშვის ჩარიცხვამდე ხდება მშობელთან და ბავშვთან გასაუბრება. სპეციალისტი ფსიქოლოგის დახმარებით ხდება ბავშვის განვითარების ეტაპის შეფასება, რაც შემდგომ ჯგუფში სწავლების დროს ინდივიდუალური მიდგომის შესაძლებლობას იძლევა.

ასაკი : 4-5 წელი

👨‍🦰️ ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა: 10

👩 პედაგოგების რაოდენობა ჯგუფში: 1 + დამხმარე

🍏 კვება: ჯანსაღი და გემრიელი, დღეში 3-ჯერ

🌸 სასწავლო პროგრამის ხანგრძლივობა: 4 თვე - მარტი - ივნისი

სასწავლო დღის ხანგრძლივობა: 09:00 – 18:00 საათი

ღირებულება: თვეში 400 ლარი

 

👉 შეავსეთ ანკეტა:  https://bit.ly/3sPqDcI