სპეციალურად სტუდენტებისთვის

კინგსის ტრენინგ პლატფორმა

ხშირია რომ, სტუდენტებს, რომლებიც ინტენსიურად არიან დაკავებულნი საუნივერსიტეტო ცოდნის მიღებით, პრაქტიკულად არ რჩებათ დრო სასწავლო დაწესებულების ფარგლებს გარეთ აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები ან მიმართულებები. რეალურად, კი სფეროები, რომელთა შესახებაც ძალიან მწირი ინფორმაცია აქვთ, შეიძლება გაცილებით ახლოს იყოს მათ ძლიერ მხარეებთან.

📣 დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ მოკლე ანკეტა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ: დააწკაპუნე

კინგსმა შექმნა ახალი ონლაინ ტრენინგების პლატფორმა სტუდენტებისთვის, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა, გაეცნონ დღევანდელობისათვის აქტუალურ დისციპლინებსა თუ პროფესიებს და გახდნენ კონკურენტუნარიანნი დასაქმების ბაზარზე ორი ძირითადი გზით:

  • ·       უფრო სიღრმისეულად გაეცნონ თავიანთი ინტერესის სფეროს;
  • ·       სტუდენტთათვის მარტივად, ერთი დაკლიკებით წვდომადი გახდეს ის სფეროები, რომლებიც საინტერესოდ დაუკავშირდება მათ უნარებსა თუ არსებულ განათლებას.

  
რატომ ონლაინ?

ამ გზით, ჩვენ სტუდენტს ვუზოგავთ დროს, რომელიც ისედაც ცოტა აქვთ და, ასევე, ვაძლევთ შესაძლებლობას საკუთარ განრიგს, თავისუფალ დროს მოარგონ სწავლების გრაფიკი.

რას ვასწავლით?


ეს იქნება ინტენსიური სასწავლო კურსები, რომლებიც დროში მორგებულია სტუდენტთა საუნივერსიტეტო დატვირთვასა და გრაფიკზე და იძლევა კარიერული განვითარების საშუალებას, ფართოდ ხედვის უნარის განვითარების ხარჯზე.

რატომ კინგსის ტრენინგ პლატფორმა?

🟠 აღსანიშნავია რომ, ჩვენ სტუდენტებს ვთავაზობთ კურსებს ყველაზე მოთხოვნად  პროფესიებზე განსხვავებული, თანამედროვე მეთოდოლოგიით, რაც გულისხმობს სწავლებას რეალური ქეისებით და ინტენსიურ დისკუსიებს, ნაცვლად ვრცელი თეორიული მონოლოგებისა ტრენერის მხრიდან.

🟠 სწავლების დასრულების შემდეგ წარმატებული კანდიდატები იღებენ სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს.

🟠 ხოლო გნასაკუთრებულად აქტიურ, საზრიან და კონკრეტული სფეროთი დაინტერესებულ სტუდენტებს აქვთ საშუალება გაიარონ სტაჟირება შესწავლილი პროფილით.


📣 დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ მოკლე ანკეტა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ: დააწკაპუნე


3 თვიანი კურსები:

• PR  და მარკეტინგის მენეჯმენტი;

• HR - კორპორატიული ეთიკა;

• მენეჯმენტი და მართვა;

• ციფრული მარკეტინგის მენეჯმენტი;

• გრაფიკული დიზაინი;

• ბიზნეს ინგლისური;

• სასაუბრო (General) ინგლისური ( 1 დონე).


სრული კურსის ღირებულება: 250 ლარი


📣 დაინტერესების შემთხვევაში შეავსეთ მოკლე ანკეტა და ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ: დააწკაპუნე