მასწავლებლის დიპლომის შესახებ

მოიწვიეთ მოსწავლეები, ერთად ავამაღლოთ ცოდნის დონე საქართველოში!

ძვირფასო მასწავლებელო, დღეიდან, თქვენ თავად შეგიძლიათ დაარეგისრიტოთ თქვენი მოსწავლეები ჩვენს ოლიმპიადებზე და თვალი ადევნოთ მათ შედეგებს, ჩვენ კი, ყოველი სეზონის ბოლოს 
გადმოგიგზავნით განვითარების მაჩვენებლის ანალიზს, რაც გვჯერა, რომ დაგეხმარებათ თქვენს ყოველდღიურ საქმიანობაში!

ამისთვის დარეგისტრირდით: 
https://kings.ge/register

ყველაზე წარმატებული პედაგოგები მიიღებენ სპეციალურ საერთაშორისო დიპლომსა და ცნობებს, რათა მათი მიღწევების შესახებ, ყველამ გაიგოს!

კონკრეტულად - მასწავლებელი, რომლის მოსწავლეებიც ჯამურად (მოსწავლე შეიძლება თავად დაარეგისტრიროთ, ან მოსწავლემ მიუთითოს თქვენი მონაცემები რეგისტრაციისას) კონკრეტულ ოლიმპიადაზე დააგროვებენ 601 ქულას, მიიღებს ბრინჯაოს დიპლომს, 801 ქულის დაგროვების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ ვერცხლის დიპლომს, ხოლო 1001 ქულის შემთხვევაში - ოქროს.

ამასთან ერთად, ყოველ 1 დარეგისტრირებულ მოსწავლეზე, თქვენ მიიღებთ 1 გაყინულ ქულას. გახსოვდეთ, რომ აქტიური ქულა მას შემდეგ გერიცხებათ, რაც მოსწავლე ოლიმპიადის პირველ, უფასო, ტურზე მიიღებს მონაწილეობას.

კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის,
უამრავ წარმატებას გისურვებთ!