წარმატებულთათვის ლიგა იწყება!

💥 კინგსის ლიგა ყველაზე წარმატებული მე-2-დან მე-9 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისათვის აპრილის 23-24-25-26 რიცხვებში გაიმართება.

ლიგაზე მოწვეულია გაზაფხულის სეზონის 82 000-დან მხოლოდ 1500 ყველაზე მაღალი შედეგის მქონე მოსწავლე. სულ ვგეგმავთ ლიგის 2000 მოსწავლისათვის ჩატარებას, ამიტომ იჩქარეთ, რათა აუცილებლად მოხვდეთ მათ რიგებში!

ლიგაზე თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ:
 🥇 ოქროს
 🥈 ვერცხლის ან
 🥉 ბრინჯაოს მედალი!

👉 მსურველებმა, აუცილებლად უნდა შეავსონ ფორმა: ფორმის შევსება


👀 ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, გქონდეთ მნიშვნელოვანი მიღწევა.

ეს შეიძლება იყოს:

1- კინგსის პირველი, მეორე ან მესამე ხარისხის დიპლომი.

2- კარგი აკადემიური მოსწრება სკოლაში.

3- წარმატების დამადასტურებელი დიპლომი არასასკოლო კონკურსებში.

🏅 კინგსის ლიგა სამ საგანში: ქართულ და ინგლისურ ენებში და მათემატიკაში გაიმართება, მას ერთტურიანი ოლიმპიადის სახე ექნება და მონაწილე, რომელიც 91-დან 100-მდე ქულას დააგროვებს, ოქროს მედლით დასაჩუქრდება, 81-90 ქულის შემთხვევაში ვერცხლის, 71-80 ქულის შემთხვევაში კი- ბრინჯაოსი.

⭐ კინგსში სპეციალური კომისია დავაკომპლექტეთ, რომელიც შემოსულ აპლიკაციებს გადაარჩევს და დაუკავშირდება წარმატებულ მოსწავლეებს.

🚀 შენ შეგიძლია გახდე კინგსის მედალოსანი!


👉 მსურველებმა, აუცილებლად უნდა შეავსონ ფორმა: ფორმის შევსება