რას ველოდოთ რეგიონულ ჩემპიონატზე?

რეგიონული ჩემპიონატი, როგორც მოგეხსენებათ, 3 საგანში 4-7 ივნისს ტარდება და მისი მთავარი პრიზი თასია!


👉 თითოეული საგნის შესარჩევ ტურზე დაგხვდებათ: 


🏆 მათემატიკა:  15 საკითხი;

🏆 ქართული ენა: 25 საკითხი;

🏆 ინგლისური ენა: 25 საკითხი;


🇬🇪 ყოველი საგნის თითოეული კლასის თემატიკაა - საქართველოს რეგიონები. 



მათემატიკაში შეგხვდებათ საკითხები, როგორებიცაა მაგ:


🔴 შიდა ქართლში ვაშლის დაკრეფვის სეზონია. კატო დედიკოს ეხმარება. მას ორი კალათა აქვს. ერთში - 4 ვაშლი უდევს, მეორეში - 8. რამდენი ვაშლი უნდა გადადოს კატომ მეორე კალათიდან პირველში, რომ ვაშლთა რაოდენობა გაათანაბროს? 


a. 4    b. 3   c. 2    d. ვერ გავათანაბრებთ

🔴 დიაგრამის მიხედვით რა ყურძნის მოსავალი იყო კახეთში 2020 წელს 2019 წელთან შედარებით;

და ა.შ

💥  ქართულისა და ინგლისური ენის ტესტებში სტანდარტულ დავალებებთან ერთად, უნდა ველოდეთ ძალიან მოკლე ან საშუალო ზომის ტექსტებს (კლასის გათვალისწინებით) ამა თუ იმ კუთხის, ქართული ღირსშესანიშნაობისა თუ ტრადიციის ან ცნობილი ქართველების შესახებ.


❗ ამიტომ, გვგონია, რომ ეს ტესტი, ამ სეზონზე განსაკუთრებით, არა მხოლოდ შეჯიბრის ხასიათს ატარებს, არამედ, საკმაოდ შემეცნებითი იქნება ჩვენი პატარებისათვის.  შეავსეთ განაცხადი, რათა განვიხილოთ შენი კანდიდატურა ნაკრებში მოსახვედრად და მიიღოთ 🔥 დაფინანსება 🔥: დამაწკაპუნე მე


⚡⚡ თითოეული კლასის ტესტი იქნება ამ საკლასო კატეგორიის ჩემპიონატების შესარჩევი ტურის სირთულის, თუ მიგიღიათ მონაწილეობა კინგს ლიგაში ან კინგსის ოლიმპიადის ფინალებში სწორედ ამ სირთულის ტესტს უნდა ელოდეთ.


🤩 მოსწავლეს, რომელიც გულდასმით შეასრულებს ტესტს არ გაუჭირდება ნაკრებში მოხვედრა და ასპარეზობა საკუთარი მხარის გუნდის სახელით. 


📣 თითოეულ კინგსელს მოვუწოდებთ, გადახედოს განვლილ მასალას და დაკვირვებით და დამოუკიდებლად წეროს ჩემპიონატის დღეს ტესტი. 


შეავსეთ განაცხადი, რათა განვიხილოთ შენი კანდიდატურა ნაკრებში მოსახვედრად და მიიღოთ 🔥 დაფინანსება 🔥: დამაწკაპუნე მე