5 დღე ბაკურიანში



გაქვს ოლიმპიადის დიპლომი, მედალი, ან იღებ მონაწილეობა რეგიონულ ჩემპიონატში?


გაატარე ზაფხულის ☀ 5 დაუვიწყარი დღე ☀ კინგსის გუნდთან ერთად და მოხვდი საერთაშორისო ოლიმპიადის შესარჩევ ტურზე სააპლიკაციო პროცედურის გარეშე.

გელით 🌳 ბაკურიანში! ჯანსაღ გარემოში, 🍏 3-ჯერადი კვებით. ესაა პროგრამა, რომელზეც იკრიბებიან წარმატებული მოსწავლეები.

ხარ მე-2 დან მე-7 კლასის ჩათვლით სკოლის მოსწავლე?
საერთაშორისო ოლიმპიადის მოსამზადებელ პროგრამაში ჩასართავად შეავსეთ ანკეტა მაქსიმალური დეტალიზაციით. Ჩვენ განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას და დაგიკავშირდებით: დააწკაპუნეთ აქ

პროგრამის მიზნები:


⭕ მოამზადოს მოსწავლეები საერთაშორისო ჩემპიონატისათვის, რომელიც ჩატარდება მომავალ სასწავლო წელს პროგრამის მონაწილე, რომელიც წარმატებულად გაივლის პროგრამას, ავტომატურად ხდება საერთაშორისო ჩემპიონატის შესარჩები ტურის მონაწილე, გამოტოვებს სააპლიკაციო პროცესს და წერს ნაკრებში მოსახვედრ ტურს უფასოდ.


⭕ გააცნოს მოსწავლეს სხვა წარმატებული მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, რითაც:



🎯 ხელს შეუწყობს მოსწავლის სოციალიზაციას (იმას, რაც ყველაზე მეტად დააკლდა წელს);

🎯 გაუჩენს მას მეტ მოტივაციას, ისწავლოს (სხვა წარმატებულ მოსწავლეთაგან მაგალთის აღებით);

🎯 შესძენს ახალ წარმატებულ მეგობრებს; 

🎯 უკეთ გააცნობს საქართველოს კულტურულ მრავალფეროვნებას; 



⭕ მოხსნას მოსწავლეს ონლაინ სწავლებით გამოწვეული სტრესი და დაღლილობა, განტვირთოს ის ახალი სასწავლო წლისათვის; 


⭕ განუვითაროს მოსწავლეს გუნდთან ერთად მუშაობის უნარი, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია დღევანდელობაში და აუცილებლად გამოადგება მას საერთაშორისო ჩემპიონატზე.

🌟 პროგრამაში ჩართვა ფასიანია. რეგიონული ჩემპიონატის მონაწილეებისთვის, მედალოსნებისთვის, ან ოლიმპიადის 1-ლი ხარისხის მქონე დიპლომის მოსწავლეთათვის პროგრამა ფინანსდება 340 ლარით, ხოლო ოლიმპიადის მე-2 ან მე-3 ხარისხის დიპლომანტისთვის 300 ლარით.

❗ გათვალისწინებულია მიმდინარე რეგულაციებით ყოველგვარი უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმები. საერთო სივრცე სუფთავდება დღეში რამდენჯერმე.


საერთაშორისო ოლიმპიადის მოსამზადებელ პროგრამაში ჩასართავად შეავსეთ ანკეტა მაქსიმალური დეტალიზაციით. Ჩვენ განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას და დაგიკავშირდებით: დააწკაპუნეთ აქ