რეგიონული ჩემპიონატის ფინალი

ჩვენო ძვირფასო რეგიონული ჩემპიონატის ფინალისტებო!

პირველ რიგში, გილოცავთ ამ უდიდეს მიღწევას, თქვენ თქვენი მხარის ღირსეული წარმომადგენელი გახდით და თასის მოსაპოვებლად ერთვებით ყველაზე გრანდიოზულ ფინალებში. ფინალური ტურების თარიღები შემდეგია:

🔶 მათემატიკა - ხუთშაბათი - 17 ივნისი 

🔶 ინგლისური ენა - პარასკევი - 18 ივნისი 

🔶 ქართული ენა - სამშაბათი - 22 ივნისი





შეგახსენებთ, რომ ფინალური ტური გაიმართება zoom-ში.

🟥 ფინალში რეგიონები შეეჯიბრებიან ერთმანეთს საქართველოში ყველაზე ძლიერი რეგიონის ტიტულის მოსაპოვებლად.

გაიმარჯვებს ნაკრები, რომელშიც ყველაზე მაღალი ქულა დაფიქსირდება მოცემულ საკლასო კატეგორიაში. მაგალითისთვის რატის აქვს 98 ქულა და ეს მე-2 კლასში ყველაზე მაღალი შედეგია, მე-2 კლასში თასი გადაეცემა იმ რეგიონს, რომლის წარმომადგენელიც რატია.

თუ სხვადასხვა რეგიონის მონაწილეთა რიგით პირველი ქულა ემთხვევა, დარდება ამ რეგიონის რიგით მე-2 ქულა და ა.შ. თუკი მოწინავე რეგიონთა ნაკრების წევრთა ქულები (ყველასი სათითაოდ) ერთამნეთის იდენტურია, მაშინ ჩემპიონატს ორივე რეგიონი იგებს.



რეგიონული ჩემპიონატის საბოლოო პასუხები 16 ივლისს გამოქვეყნდება. 


მნიშვნელოვანია!!!!

მოსწავლე, რომელიც ტესტს გაივლის ზუმში ჩართვის გარეშე იქნება კონკურსგარეშე!!!


ზუმის ბმულს მიიღებთ სესიამდე 30 წუთით ადრე.


პასუხების გამოქვეყნების ვადა და აპელაცია:

შედეგები გამოქვეყნდება  კინგსის ვებ-გვერდზე www.kings.ge 16 ივლისს.

 აპელაციები მიიღება შედეგების გამოქვეყნებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში მეილზე: claim@kings.ge 

ვადის ამოწურვის შემდეგ შემოსული აპელაციები არ განიხილება.


სავალდებულო წესები: · მონაწილე ვალდებულია, საგამოცდო სივრცეს შეუერთდეს დადგენილ დროს (გამოცდის დაწყების დროს). პროცესის დამკვირვებელი მონაწილეს ელოდება არაუმეტეს ათი წუთისა. თუ მონაწილე ამ დროის გასვლის შემდეგ კვლავ არ/ვერ შემოუერთდა საგამოცდო სივრცეს, ჩაითვლება, რომ იგი არ გამოცხადდა ტესტირებაზე. · მონაწილეს ტესტირების პროცესში ჩართული უნდა იყოს პროგრამა zoom-ში (1) ჩართული უნდა ჰქონდეს ვიდეო-თვალი და (2) მიკროფონი. · მონაწილე სამუშაო ეკრანზე უნდა ჩანდეს თავისი სახელითა და გვარით. დაუშვებელია მეტსახელების გამოყენება. · მოსწავლემ არ უნდა შეამციროს საგამოცდო სამუშაო ეკრანი. · საჭიროების შემთხვევაში დამკვირვებელმა შეიძლება მოითხოვოს ხმის შემოწმება ან კამერის ხედვის შეცვლა. ასევე, შესაძლებელია დამკვირვებელმა გააზიაროს თავისი სამუშაო ეკრანი. · მონაწილე, რომელიც ტესტის წერის პროცესში გამორთავს კამერას, მიკროფონს ან დატოვებს ზუმს, აქვს 30 წამი, რათა დაუბრუნდეს ოლიმპიადის წესებით გათვალისწინებულ მდგომარე ობას, წინააღდეგ შემთხვევაში, ავტომატურად გამოეთიშება საპრიზო ადგილისათვის ბრძოლას. მსგავსი ქმედების განმეორების შემთხვევაში დამკვირვებელი იტოვებს უფლებას, მიანიჭოს მონაწილეს სტატუსი - „კონკურსგარეშე“. · ტესტირების პროცესში დაუშვებელია ხმაური, დამხმარე მასალის, სახელმძღვანელოს ან ჩანაწერის გამოყენება. 


დისკვალიფიკაციის წინაპირობა:

 მონაწილე ტესტირებიდან მოიხსნება, თუ დაარღვია შემდეგი პირობები: ა) გაითიშა/გამოირთო კამერა ან ხმა 30 წამზე მეტი ხნით; ბ) დაფიქსირდა კარნახის, სხვებთან საუბრის, ლიტერატურის გამოყენების, რაიმე დამატებითი მასალის მიწოდების შემთხვევა; გ) დამკვირვებელს არ ეძლევა მონიტორინგის ჩატარების შესაძლებლობა; დ) გამოცდის ჩატარების შემდეგ, ჩანაწერის ანალიზით გამოვლინდა დარღვევები.


ტექნიკური ხარვეზები და უკუკავშირი: 

თუ მონაწილეს გამოცდის მსვლელობის დროს დაუფიქსირდა ტექნიკური ხარვეზი (დენის, ინტერნეტის გათიშვა):
• მაშინ იგი ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის დამკვირვებელს ან კოპანიის ცხელ ხაზს: 032 2 30 61 31,
• ხოლო 24 საათის განმავლობაში ოფიციალურ მეილზე info@kings.ge აგზავნის განცხადებას აღნიშნულთან დაკავშირებით.