არჩევანი შენია

🎉🎉 ილიაუნის და კინგსის ერთობლივი პროექტი „არჩევანი შენია“ იწყება!
ივნისი-აგვისტოში თქვენ გელით ონლაინ საინფორმაციო შეხვედრები პროფესიების შესახებ.

👉 დარეგისტრირდით ბმულზე 30 ივნისის ჩათვლით. არ გამოგრჩეთ:  დამაწკაპუნე

⭕ პროექტი ორგანიზაციების თანამშრომლობით უკვე 6 წელია, რაც ხორციელდება და მისი მიზანი საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კლასების (X-XII კლასები) მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციაა, რათა მათ საკუთარ ინტერესებსა და მისწრაფებებზე დაფუძნებული ინფორმირებული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება შეძლონ. 


 ონლაინ ინტერაქციულ შეხვედრებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, მკვლევრები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები და პოტენციური დამსაქმებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები წარუძღვებიან.

🎯 სპიკერები მოსწავლეებს უპასუხებენ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან თემებზე, როგორებიცაა:

🔴 რა ტიპის ცოდნის მიღება მჭირდება ჩემთვის სასურველ პროფესიაში წარმატების მისაღწევად?

🔴 როგორია ჩემთვის მოსაწონ სფეროში კარიერული განვითარების შესაძლებლობები საქართველოსა და მსოფლიოში?  

🔴 ცოდნის მიღებისა და მხარდაჭერის რა შესაძლებლობებს მთავაზობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი?

🔴 რას მირჩევენ კურსდამთავრებულები?


შეავსე მარტივი ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით, დარეგისტრირდი შენთვის საინტერესო თემატიკის ერთ ან რამდენიმე შეხვედრაზე და ინფორმაციას შეხვედრასთან დაკავშირებულ დეტალებზე პირად მეილზე მიიღებ. 


👉 ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე: დააწკაპუნეთ აქ