რატომ ვწერო ფინალი?

თუ შენ კინგსის ოლიმპიადის შესარჩევ ტურს წარმატებით გაართვი თავი და ფინალისტი ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უდიდესი ნაბიჯი გადადგი წინ წარმატებისაკენ.


კინგსის გუნდმა გადაწყვიტა მოგიყვეს, რატომ უნდა მიიღო ფინალურ ტურზე მონაწილეობა აუცილებლად: 

ფინალის საწერად დააწკაპუნე

➡️შენ უკვე ბევრი იშრომე პირველი ტურის წარმატებულად დასაწერად.  გვჯერა, იმ საკითხებზეც ბევრი იფიქრე, რაც გაგიჭირდა და, ამიტომ, მზად ხარ სისუსტე სიძლიერედ აქციო;

➡️ ფინალურ ტურში ყოველთვის მეტად საინტერესო და სააზროვნო საკითხებია ხოლმე, რომლებიც გაცილებით მეტ ინტერესს გამოიწვევს შენში;

➡️ოლიმპიადის ფინალურ ტურში გაქვს შესაძლებლობა, შენი სიძლიერე შეადარო არა მხოლოდ შენ კლასელებს, არამედ მთელი საქართველოს მოსწავლეებს.

➡️ წელს პირველად, ფინალურ ტურზე შენ უფასოდ მოხვდები ელექტრონულ დაფაზე, სადაც შენი და სხვათა წარმატება უფრო ხელშესახები ხდება. შეგეძლება, წაიკითხო სხვა მოსწავლეთა მოკლე ბიოგრაფიები, ნახო ვინ იკავებს ლიდერ პოზიციებს და აღმოაჩინო შენთვის სამაგალითო ადამიანები.

➡️ფინალური ტური გაძლევს საშუალებას, მოიპოვო სხვადასხვა ხარისხის ბეჭდური დიპლომი, რომელსაც კინგსი სკოლაში მოგიტანს, საზეიმოდ დაჯილდოვდები და შენი წარმატება კიდევ უფრო ხელშესახები გახდება.

➡️ ერთნაირი ქულების შემთხვევაში წინ ყველაზე საინტერესო და დაძაბული სუპერფინალი გელოდება, რომელიც კიდევ მეტად შეგმატებს თავდაჯერებულობას და მიხვდები, რომ შენ საქართველოს გამორჩეული მოსწავლე ხარ და შენი ცოდნით შეგიძლია, გაუუმჯობესო ცხოვრება, როგორც სხვას, ისე საკუთარ თავს.

🟣რაც შეეხება პრიზებს 💃🥳


კინგსის ოლიმპიადის Top 3-ეულს ისეთი პრიზები ელოდება, როგორებიცაა: კინგსელის პირველი ხელფასი (100₾ თვეში, 6 თვით), შემეცნებით-გასართობი ბანაკი, კინგსის აკადემიის სრული მოდული, ELITE ბარათი და “მაგთის” სრული საკომუნიკაციო სერვისი (*იხ. დეტალურად ქვემოთ);

რა დანიშნულება აქვს დიპლომს?

საგულისხმოა, რომ სერტიფიკატები და დიპლომი არა მხოლოდ საკუთარი წარმატების დასაფასებელი და დასამოწმებელი დოკუმენტია, არამედ დიდ როლს თამაშობს მოსწავლის განვითარებაში. კინგსის ოლიმპიადის სერტიფიკატები და დიპლომები შემდეგი კრიტერიუმით გაიცემა:

ყველა საგანი მათემატიკის გარდა:

სერტიფიკატი - 1-60 ქულა;
III ხარისხის - 61-80 ქულის დაგროვების შემთხვევაში ფინალზე;

II  ხარისხის - 81-90 ქულის დაგროვების შემთხვევაში ფინალზე;

I  ხარისხის -  91 ქულიდან ზემოთ დაგროვების შემთხვევაში ფინალზე;

მათემატიკა:

სერტიფიკატი - 1-50 ქულა;
III ხარისხის - 51-70 ქულის დაგროვების შემთხვევაში ფინალზე;

II  ხარისხის - 71-80 ქულის დაგროვების შემთხვევაში ფინალზე;

I  ხარისხის -  81 ქულიდან ზემოთ დაგროვების შემთხვევაში ფინალზე;

ფინალის საწერად დააწკაპუნე

ასეთ დროს შენ გაქვს სტიმული, უფრო მაღალი ხარისხის დიპლომი მოიპოვო წლიდან წლამდე, შესაბამისად მეტად დაინტერესდე სწავლით, ამასთან, I ხარისხის დიპლომის მიღება კარგი ინდიკატორია იმისა, რომ შენ უკვე მზად ხარ, კიდევ ერთხელ და კიდევ მეტად უფრო ღირსეულად იასპარეზ მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად და საქართველოს ყველაზე წარმატებულ მოსწავლეთა კატეგორიაში აღმოჩნდე. 


რა პრიზები გველოდება?

🟣 I ადგილოსანს:

II-IV კლასები:  კინგსელის პირველი ხელფასი (ფულადი ჯილდო, თვეში 100 ლარის ოდენობით 6 თვის მანძილზე);

V-XII კლასები:  კინგსის შემეცნებით-გასართობი ტური/ბანაკი;

🟣 II ადგილოსანს:

II-XII კლასები: კინგსის აკადემიის სრული კურსი 100%-იანი დაფინანსებით;

🟣 III ადგილოსანს:

II-XII კლასები:   ELITE ბარათი - რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეს, ისარგებლოს კინგსის ძირითადი პროექტებით (ოლიმპიადები, ლიგა, რეგიონული ჩემპიონატი, საერთაშორისო ჩემპიონატი) სრულიად უფასოდ 1 წლით;

ამას გარდა, მაგთი დააჯილდოვებს ოლიმპიადის ყველა ძირითადი საგნის (მათემატიკა, ინგლისური ენა, ქართული ენა) I ადგილოსანს 6-თვიანი სრული საკომუნიკაციო სერვისით:

🔴 ინტერნეტი

🔴 ტელევიზია

🔴 მობილური პაკეტი "კოქტეილი 25"

ამიტომ გელოდები ფინალზე და უდიდეს წარმატებას გისურვებ!  ფინალის საწერად დააწკაპუნე ფინალის ღირებულებაა 25₾, გადახდის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დააწკაპუნე

#წარმატებაგვაერთიანებს