არ გამოტოვო რეგიონული ჩემპიონატი

ჩვენ, თქვენთან ერთად, უამრავ კინგსელთან ერთად, შემოდომის სეზონეზე, გავიარეთ კინგსის ოლიმპიადები, კინგსის ლიგა და, რა თქმა უნდა, არ ვჩერდებით 🤘 კულმინაციური მომენტები ჯერ კიდევ წინ გვაქვს  👌

კინგსის პროექტებიდან ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო გამოწვევა არის- რეგიონალური ჩემპიონატი, რომლის მთავარი მიზანი რეგიონისა და ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის ფორმირებაა ✅ ჩაერთე, შეავსე ანკეტა

წინა წელს 1000-მდე კინგსელმა მიიღო რეგიონალურ ჩემპიონატში მონაწილეობა (10 000-მდე კანდიდატიდან) და დააგროვა საერთო სასარგებლო და სახალისო გამოცდილება. მადლობა თითოეულ მათგანს, რომ პირველივე წელს პროექტი ასეთი წარმატებული და მრავლისმომცემი აღმოჩნდა 🙏

ცოდნა, განათლება, ინტელექტი ეს არის ყველაზე მისაღები და აუცილებელი შეჯიბრება, რომელშიც მუდმივად უნდა იყო ჩართული და მისცე საკუთარ თავს შესაძლებლობა, ღირსეულად წარმოჩინო შენი ეტაპობრივი გამარჯვებები. და, აი, ინდივიდუალურ წარმატებასთან ერთად შენ გეძლევა შანსი, საკუთარი თავის გარდა ,,გაეჯიბრო“ სხვა რეგიონის წარმომადგენლებს და ამჯერად, საკუთარ თავთან ერთად, წარმოაჩინო საკუთარი ქალაქი და მოაპოვებინო ყველაზე ძლიერი რეგიონის სტატუსი 💪 ჩაერთე, შეავსე ანკეტა

რეგიონული ჩემპიონატი ტარდება მე-2-დან მე-6 კლასის ჩათვლით მოსაწავლეებისათვის შემდეგ საგნებში:

ü  ქართული ენა

ü  ინგლისური ენა

ü  მათემატიკა

წარმატებული კინგსელები დაწერენ შესარჩევი ტურის ტესტს, 70+ ქულის მიღების შემთხვევაში გადავლენ ფინალში და დააკომპლექტებენ რეგონის ნაკრებს.

ფინალში კი რეგიონები შეეჯიბრებიან ერთმანეთს, საქართველოში ყველაზე ძლიერი რეგიონის ტიტულის მოსაპოვებლად 💪

გამარჯვებული გუნდი, მოიპოვებს თასს, რომელზეც ამოიტვიფრება გუნდის მონაწილეების სახელები და გვარები და  გაიგზავნება რეგიონის მუნიციპალიტეტში საპატიო სივრცის დასაკავებლად

ჩემპიონატის პირველი ტურის მონაწილეებს გადაეცემა მონაწილეობის ცნობა, ხოლო, ყოველ ფინალისტს დიპლომი 📜

პროექტისათვის მხოლოდ 1 000 მოსწავლე შეირჩევა! 

გელოდებით, არ გადადო:  
ჩაერთე, შეავსე ანკეტა

 

შეიტანე წვლილი შენი მხარის, შენი ქვეყნის განათლების გაძლიერებაში